გენგეგმის პროექტი თბილისის ინტერესების საწინააღმდეგოდ
საზოგადოება - 10:39, 19 Mar, 2018     2822
თბილისის მიწათსარგებლობის გენგემის პროექტის ისტორია ფინალისკენ მიდის: „სითი ინსტიტუტმა საქართველომმერი შენიშვნები, როგორც თავად ამბობს, გაითვალისწინა და პროექტის საბოლოო ვარიანტი უკვე ჩააბარა შემკვეთს, ახლა ჯერი მერიაზეა. თუმცა ამთავითვე შეიძლება, ითქვას, რომ პროექტში მისი ავტორები ძირეულ ცვლილებებს ვერ შეიტანდნენ, იმდენი კრიტიკა გამოითქვა და იმდენად მრავალფეროვანი და მრავალასპექტიანი. მაგრამ, ვინაიდან, ეს თუ არა, გენგეგმა დედაქალაქს აუცილებლად სჭირდება, ქალაქმგეგმარებელ ზურაბ ბაქრაძესთან ერთად ვისაუბრებთ, თუ რა ძირეული ხარვეზები აქვს წარმოდგენილ პროექტს, რაც ბადებს ეჭვს, რომსითი ინსტიტუტი საქართველოსმიერ შემუშავებული პროექტი, უდიდესი ალბათობით, ვერ გამოადგება დედაქალაქს და ვერ შეუწყობს ხელს მის განვითარებას.


ზურაბ
ბაქრაძე: ჩემი აზრით, მიწათსარგებლობის გეგმას, რომელიც დამუშავდა, არ აქვს პრინციპული, სპეციალურად თბილისისთვის მორგებული პოზიცია, რომელიც თბილისის წინაშე არსებული გამოწვევების პასუხი იქნებოდა. ეს არის მთავარი და ზოგადი პრობლემა. შემდეგი საფეხურის პრობლემაა ის, რომ მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტი ისევე უდგება ფუნქციური ზონირების საქმეს, როგორც წინა გენგეგმა და ეს პრინციპულად არასწორია. ვგულისხმობ იმას, რომ ფუნქციური ზონები ამა თუ იმ ტერიტორიისთვის არ განისაზღვრება იმ ტერიტორიის ყაიდის გათვალისწინებით. არამედ ფუნქციურ ზონებს შეუსაბამებენ გარკვეულ სიმჭიდროვეებს და განსაზღვრავენ სამომავალო რენტაბელობის მიხედვით.

ანუ დედაქალაქის ინტერესი კი არ არის გათვალისწინებული ზონირებისას, არამედ ამა თუ იმ მიწის ნაკვეთის მესაკთრეთა ან პოტენციალურ მესაკუთრეთა ინტერესი?

–დიახ, დეველოპერების ინტერესების მიხედვით გდინდება ზონალობები და ამ მიდგომით გამოიკვეთება ქალაქისადმი დამოკიდებულება: ქალაქს განიხილავენ, როგორც საინვესტიციო ტერიტორიას, პროექტი არ განიხილავს ქალაქს, როგორც ადამიანთა ეგზისტენციურ საცხოვრებელს, როდესაც ყველა ასპექტი თანაბრად უნდა იყოს წარმოდგენილი და სხვადასხვა ზონაში ცხოვრების სხვადასხვა ყაიდა უნდა იყოს დაგეგმილი იმისთვის, რომ მთლიანად ქალაქმა სწორად იმოქმედოს.

მაგალითად?

– ვერეს ხეობაში, მეცხრე საავადმყოფოსთან ჩასახვეთან ახალი გზისკენ, რომელიც მიდის დიდი მაგისტრალისკენ, იმ გამწვანებულ ზონაში, რომელიც სარეკრეაციო ზონა უნდა ყოფილიყო, ქალაქგანვითარების ყოველგვარი ლოგიკის გარეშე დანიშნულია მაღალი ინტენსივობის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა. სიმჭიდროვის კოეფიციენტი საკმაოდ მაღალია და გენგეგმის პროექტს ანტერესებს კარგად გასაყიდ ადგილებზე, რაც შეიძლება, დიდი სიმჭიდროვით მშენებლობა, რომ, რაც შეიძლება, მეტი მოგება იყოს იმ ადგილას. არადა, იქ უკვე აშენდა ერთი თითქმის ცათამბჯენი, საცხოვრებელი სახლი. თუ ის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონაა, იქ საცხოვრებელს არაფერი ესაქმება, თუმცა იქ უკვეა აშენებულია ერთი საცხოვრებელი სახლი, ასევე, დაგეგმილია კიდევ ერთი საცხოვრებლის მშენებლობა და ორი თითქმის ცათამბჯენის მშენებლობაც. ესე იგი, იქ უნდათ საცხოვრებლების აშენება და იმისთვის, რომ მაღალი სიმჭიდროვის მიღწევა იყოს შესაძლებელი, არქმევენ საზოგადოებრივ-საქმიან ზონას და ამ შემთხვევაში შეუძლიათ, დიდი სარგებლის ნახვა. ეს არის ერთი მცირე მაგალითი იმისა, თუ როგორ უდგება ჩვენთან გამეფებული სისტემა ფუნქციურ ზონირებას. აი, ეს მიდგომა მიიღო და გადმოიტანა მემკვიდრეობით ახალმა ჯგუფმა გენგეგმის პროექტში და იმავე პრინციპით განსაზღვრავს ფუნქციურ ზონებს დედაქალაქში, როგორც ეს მოხდა ვერეს ხეობის შემთხვევაში. არადა იქ აშკარად უნდა იყოს სარეკრეაციო ზონა, ეს სჭირდება ქალაქს, მაგრამ ამის ნაცვლად ნიშნავენ ისეთ ზონას, სადაც შეიძლება მაქსიმალური მოგების მიღება. იმდენად თვალსაჩინოა, რომ დახედოთ რუკას, პირდაპირ დაინახავთ, რომ იქ საზოგადოებრივ-საქმიან ზონას არაფერი ესაქმება. მოწყვეტილია ჭავჭავაძის გამზირს, არის სარეკრაციო ადგილას, მაგრამ, რატომღაც, ასეთი ზონის რეჟიმი დაადეს. ეს მცირე მაგალითი ლაპარაკობს იმაზე, რომ მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტი ფუნქციურ ზონირებას უდგება, როგორც რენტაბელობის ინსტრუმენტს.

კერძო კომპანიის, რომელიც მუშაობს თბილისის გენგეგმის პროექტზე და ამაში იღებს არც თუ მცირე ანაზღაურებას, ინტერესი კარგი პროექტის დაწერა არ უნდა იყოს?

– თუ იციან რა არის კარგი გეგმა… მეორე მხრივ, შეიძლება, იცოდნენ, რა არის კარგი გეგმა, მაგრამ იყვნენ მენაშენეთა, ესე იგი, ინვესტორთა ლობის წნეხის ქვეშ. საერთოდ, საბჭოეთის დამთავრების შემდეგ ქალაქს ქალაქის ხელმძღვანელობა განიხილავს, როგორც საინვესტიციო ზონას და არა როგორც ქალაქს და ითვლიან მხოლოდ მოგებას. ეს მიდგომა გამწვავდა იმდენად, რომ ქალაქი ჯურღმულს დაემსგავსა და ამის უკან დგას მოგების ინტერესი. მშენებლობას უყურებენ, როგორც მოგების საშუალებას და ამით აფუჭებენ ქალაქს. შეიძლება, გენგეგმის ჯგუფსაც ასეთი წარმოდგენა აქვს და ამიტომ უნდათ, დანიშნონ მშენებლობის ისეთი რეჟიმები, რომლებიც მაქსიმალურად მეტ ფულს მოიტანს ხაზინაში და კერძო ჯიბეში. ან შეიძლება, ასე არ ფიქრობენ, მაგრამ ინვესტორების ლობის წნეხის ქვეშ არიან.

ინვესტორთა ლობი საწამებელი და ცეცხლსასროლი იარაღებით ხომ არ ადგას მათ თავზე?! ანალოგიური მიდგომა იკვეთება თბილისის რკინიგზის შემთხვევაშიც, თუმცა სარეკრეაციო ზონას ვინ ჩივის, სახელმწიფო უსაფრთხოებაზე წინ აყენებენ მოგების ინტერესს?

– დიახ, იქაც ასეთივე მიდგომაა. ვერ ვიტყვი, რომ კორუფციაა, არ ვარ ჩახედული მათ სამზარეულოში, მაგრამ ფაქტია, რომ რკინიგზის ამოჭის მთელი აზრი ემყარებოდა გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე დიდი მოგებით მშენებლობას. სხვა არანაირი აზრი არ აქქს თბილისის რკინიგზის ამოჭრას და ეს არის სრულიად აბსურდული იდეა ქალაქგანვითარების თვალსაზრისით, მაგრამ, თუ განხორციელდა, დიდი ფული გაკეთდება. ინვესტორები დიდ ფულს ჩადებენ მშენებლობაში და ამიტომაც წამოიწყეს ეს ამბავი. მიწათსარგებლობის გენგეგმის ჯგუფმა კი ეს მიდგომა მიიღო, როგორც რეალობა, დაუჭირა ამას მხარი და მართლაც დანიშნა რკინიგზის ამოჭრა შუაგულ ქალაქში, რაც ქალაქგანვითარების ისეთი აშკარა ნონსენსია, რომელსაც ვერ გაიგებს ვერც ერთი ნორმალური ქალაქმგეგმარებელი და ქალაქის მართველი ისეთ ქვეყნებში, რომლებსაც გვინდა, რომ მივბაძოთ. გამჭოლი რკინიგზა, რომელიც გადის ქალაქის ცენტრში, კინძავს ქალაქის სხვადასხვა უბანს და მიჰყავს ცენტრამდე; გარდა ამისა, კინძავს მომიჯნავე ქალაქებსა და სოფლებს: რუსთავიდან დაწყებული და მცხეთით დამთავრებული. ეს ყველაფერი არის ერთ ხაზზე, გადის ამ დასახლებების ცენტრებში და ეს არის ყველაზე სწორი, ყველაზე ოპტიმალური მდგომარეობა და ამის ხელოვნურად შეცვლა იქნება უაზრობა. ეს სავსებით თვალსაჩინოა, მაგრამ მაინც კეთდება და მე ვფიქრობ, რომ მიწათსარგებლობის გენგეგმის ჯგუფი არის ასეთი ლობის წნეხის ქვეშ. არის თუ არა კორუფციის ნიშნები, ეს უნდა დაადგინოს პროკურატურამ, მაგრამ ნათელია, რომ რკინიგზის ამოჭრის მთავარი მოტივი იყო და არის დეველოპერების ინტერესი ქალაქის ინტერესების საწინააღმდეგოდ.

მათ ვერსია შეცვალეს და ამჟამად ამბობენ, რომ სრულად არ გადააქვთ რკინიგზა და მხოლოდ მისი სატვირთო კომპონენტი, ანუ ლიანდაგები რჩება, მაგრამ საქართველოს რკინიგზა არ არის მრავალლიანდაგიანი.

– ორლინადაგიანი რკინიგზა საკმარისი იქნებოდა გამართული სამგზავრო მოძრაობისთვის, ოღონდ მას სჭირდება მოდერნიზება, შეცვლა, გამოსწორება და ეს იქნება მშვენიერი შესაძლებლობა ქალაქის მომსახურების როგორც ტვირთებით, ისე სამგზავრო შემადგენლობით.

და რას ცვლის მხოლოდ სატვირთო კომპონენტის გატანა?

– ამას შეიძლება, ჰქონდეს აზრი შექმნილ სიუტაციაში, რადგან, ერთი მხრივ, მოაკლდება გარკვეული ინტენსივობის მოძრაობა ქალაქს და რაც ნაკლები იქნება ისეთი ტვირთები, რაც ქალაქს არ სჭირდება, უკეთესია. ამ ტვირთებმა შეიძლება, იმოძრაობს თბილისის გვერდის ავლით. მეორე მხრივ, შემოვლითი სარკინიგზო ხაზი აუცილებლად უნდა გადიოდეს ისე, რომ არ აბინძურებდეს თბილისის ზღვას, როგორც სასმელი წყლის რეზერვუარს. მათ დანიშნული აქვთ ერთ-ერთი სადგური „კვირიკე“, სადაც შემოვლითი რკინიგზა გაივლის ისეთ ფერდზე, საიდანაც მეტეოროლოგიური ნალექები ჩადის თბილისის ზღვაში და ეს დაუშვებელია. რკინიგზამ უნდა გაიაროს მხოლოდ ისეთ ადგილებზე, საიდანაც ნალექის ჩასვლა თბილისის ზღვაში იქნება გამორიცხული. ამის გაკეთება შეიძლება, უბრალოდ გენგეგმის ფულის დაზოგვის გამო აირჩიეს ეს გზა, რომელსაც სხვა ნაკლიც აქვს, ძალიან დამრეცი ქანობებია, თუმცა მოკლეა.

ოღონდ ჩვენ ახლა განვიხილავთ ვერსიას, რომ ქალაქში რჩება სამგზავრო მოძრაობა და თბილისისთვის განკუთვნილი სატვირთო მოძრაობა და გადადის მხოლოდ ტრანზიტული მოძრაობა. შეიძლება, გამოინახოს უსაფრთხო ტრასა თბილისის ზღვის გარდა და რადგან შემოვლითი რკინიგზისთვის უკვე დახარჯულია ამდენი ფული, შეიძლება, არსებული მდგომარეობიდან კომპრომისული გამოსავალი იყოს ისეთი ტრასის მონახვა თბილისის მიღმა, რომ არ დაბინძურდეს თბილისის ზღვა.

შესაძლოა, გამოინახოს ისეთი ტრასა თბილისის მიღმა, რომ საქართველოს რკინიგზის გამჭოლობა იყოს უზრუნველყოფილი, რომ ტრანზიტული მოძრაობა არ შეფერხდეს დროში და ტარიფით, ანუ დამატებითი ხარჯი რომ არ ჰქონდეს რკინიგზას ტრანზიტული გადაზივებისას?

– საქართველოს რკინიგზას ნებისმიერ შემთხვევაში გაეზრდება ხარჯი. უფრო დიდ გზაზე უნდა იაროს, ალბათ და ისეთ ქანობებზე, რომლებიც მთლად კომფორტული არ არის და დამატებითი ლოკომოტივი იქნება საჭირო. შესაძლოა, საჭირო გახდეს გვირაბის აშენებაც, ოღონდ ერთადერთი პირობით, რომ ეს შემოვლითი ტრასა არ გაივლის თბილისის ზღვის სიახლოვეს და არ დააბინძურებს სასმელ წყალს.

ტარიფების ზრდა არ იმოქმედებს საერთაშორისო გადაზიდვებზე, ანუ საქართველოს სარკინიგზო დერეფანზე უარყოფითად?

– არ მაქვს ზუსტი გაანგარიშება და ამდენად, კომპეტენტურ აზრს ვერ გამოვთქვამ. შესაძლოა, მართლაც, ისე აღმოჩნდეს, როგორც თქვენ ამბობთ.

სპეციალისტების ნათქვამს ვიმეორებ: რკინიგზას ხარჯი ეზრდება ინფრასტრუქტურულადაც და მომსახურების მხრივაც.

– თავისთავად ცხადია, ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება, რომ ყველაფერი დარჩეს, როგორც არის, ოღონდ მოხდეს მოდერნიზება. საქართველოს რკინიგზისთვის დანახარჯიც ნაკლები იქნება, ჩემი აზრით. მაგრამ შეიძლება, გავითვალისწინოთ ის არგუმენტი, რომ შემოვლითი რკინიგზისთვის ხარჯის ნაწილი უკვე გაწეულია და ის დახარჯული თანხა რომ რამენაირად გამართლდეს და სულ წყალში არ გადაიყაროს. ამასაც ხომ ანგარიში სჭირდება?! თუმცა ეს არის საკითხი, რომელიც უკავშირდება მთელი ქვეყნის ეკონომასა და უსაფრთთხოებას, ამიტომ ამ საკითხში ამ ჯგუფს უნდა ეთანამშრომლა ცენტრალურ ხელისუფლებასთან და აწონ-დაწონვით მიღებულიყო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა. მაგრამ ქალაქის ცენტრში სარკინიგზო ხაზი რომ უნდა დარჩეს, ეს უდავოა.

და ბოლოს, აუცილებლად უნდა გკითხოთ, „სიით ინსტიტუტი საქართველოსდირექტორი მამუკა სალუქვაძე აცხადებს, რომ გენგეგმის პროექტში ნახსენები ჯენტრიფიკაცია ჯენტრიფიკაცია არ არის და არის მხოლოდ და მხოლოდ რეაბილიტაცია და ამ ტერმინის მნიშვნელობა არ იციან არც უცხოელმა და არც ქართველმა სპეციალისტებმა, რომლებიც გენგემის პროექტს ამ მიდგომის გამო აკრიტიკებენ.

– მეც მოვისმინე ეს მოსაზრება… მთავარი ის არის, რომ ამ ჯგუფმა ქალაქის რეაბილიტაციის გზად აირჩია ისეთი მეთოდი, რომელიც იწვევს სივრცულ სეგრეგაციას, ესე იგი, სოციალური ნიშნით ხალხის გაყოფას. მარტივად რომ ვთქვათ, ძველი ქალაქის მატერიალური მხარე, ანუ ნაგებობები გადარჩება იმ შემთხვევაში, თუ ამ ნაგებობებს ეყოლება შეძლებული პატრონები, რაც ღარიბ მოსახლეობას თანდათან განდევნიდა, თუ ამას მხარს დაუჭერდა ქალაქის მმართველობა. ამის პრეცედენტი ხმო გვქონდა?!

ნაციონალური მოძრაობისპროექტი: „ძველი ქალაქის ახალი სიცოცხლე“.

– დიახ, გიგი უგულავას მერობის დროს, რომ შეძლებული მოსახლეობა ჩაანაცვლებდა ხელმოკლე მოსახალეობას ქალაქში და ასე მოხდებოდა ძველი ქალაქის მატერიალური ნაწილის რეაბილიტაცია და მაშინ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ამ გზას დაადგა ის ჯგუფიც, რომელიც მუშაობს გენგეგმაზე და ამას რა სახელს დავარქმეთ, სულაც არ არის მნიშვნელოვანი. მათ უნდათ ქალაქის გადარჩენა იმით, რომ ქალაქის მოსახლეობას განდევნიან იქიდან და სიმართლე რომ ვთქვათ, ევროპაში ქალაქმშენებლობაში ჯენტრიფიკაცია ცალსახადაა გაიგივებული არსებული მოსახლეობის გასახლებასთან, ესე იგი, სივრცულ სეგრეგაციასთან და ყველას ასე ესმის ეს სიტყვა. თუ ბატონმა მამუკამ სადღაც სხვა განმარტება ნახა, ეს არსებითად არაფერს შეცვლის: მთავარია, ქალაქი ისე განვითარდეს, რომ სოციალური შერევა შესაძლებელი იყოს და ძველი ქალაქის უბნები ისე უნდა განვითარდეს, იქ ისე უნდა შეიქმნას ცხოვრების უკეთესი პირობები, რომ მოსახლეობა ადგილზე დარჩეს. იმ მოსახლეობას უნდა გაუუმჯობესდეს პირობები. იმიტომ რომ ქალაქი არის ის მოსახლეობა. ქალაქი, ფაქტობრივად, სოციუმია, მხოლოდ სახლები ხომ არ არის?! ისეთი სოციალური შერევა უნდა მოხდეს, როდესაც ადგილობრივი, შედარებით ხელმოკლე მოსახლეობა თანაბარ პირობებში იცხოვრებს ახალმოსულებთან, რომლებსაც შედარებით ბევრი ფული აქვთ. ეს იქნებოდა საუკეთესო გამოსავალი და ჯენტრიფიკაცია სწორედ ამის საწინააღმდეგო რამეს ნიშნავს. მინდა, მკითხველმა ეს კარგად დაინახოს და არ აჰყვეს ზედაპირულ ლაპარაკს, რომ ჯენტრიფიკაცია შეიძლება, დავარქვათ რეაბილიტაციას და, თუ ჯენტრიფიკაცია არ გვინდა, ესე იგი, რეაბილიტაციაც არ გვდომებია, რაც არასწორია და დემაგოგიაა. ჯენტრფიკაცია ცალსახად გაიგება, როგორც არსებული მოსახლეობის ჩანაცვლება ახალმოსულებით.

ანა ლეჟავა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42