თბილისს საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზი შეემატება
საზოგადოება - 20:20, 17 Mar, 2018     2437

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივის“ ძველ კინოდარბაზს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. 25-წლიანი პაუზის შემდეგ ეროვნული არქივის კინოდარბაზი 10 აპრილს ოფიციალურად გაიხსნება, დღეს კი, კინოდარბაზის პრეზენტაცია ექსკლუზიურად მოეწყო კინოს სფეროს სხვადასხვა თაობის მოღვაწეებისათვის, ასევე, იმ რეჟისორებისა და რეჟისორთა შთამომავალთათვის, რომელთა ნამუშევრებსაც ეროვნული არქივი ინახავს. სტუმრებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უმასპინძლა.

კინოდარბაზის რეკონსტრუქციის პროექტი საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული მასალების საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით ბოლო 4 წლის განმავლობაში განხორციელებული კიდევ ერთი მასშტაბური პროექტია. 140 მაყურებელზე გათვლილი მულტიფუნქციური, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი კინოდარბაზი საქართველოში ერთადერთი კინოთეატრი იქნება, სადაც ფილმის პროექცია კინოფირიდანაც იქნება შესაძლებელი − განახლებულ კინოდარბაზში ციფრულ აპარატურასთან ერთად დამონტაჟდა პროექტორი, რომელიც კინოფირზე გადაღებული ფილმების მაქსიმალური ხარისხით ჩვენებას უზრუნველყოფს. თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო დარბაზის აუდიო- და აკუსტიკური სისტემაც.

„ვფიქრობთ, საგამოფენო პავილიონის მსგავსად, თბილისს ეს კინოდარბაზიც ბევრ სიახლეს შეჰმატებს. ჩვენი მიზანია, ეროვნულ არქივში დაცული მხატვრული, დოკუმენტური თუ ანიმაციური ფილმები ფართო საზოგადოებამ, მათ შორის, ბავშვებმა, ნახოს. ასევე, გვინდა, რომ კინოს სფეროს მოღვაწეებისათვის ეს დარბაზი ხელმისაწვდომი იყოს. მისი უნიკალურობა ისიც იქნება, რომ ის კომერციულ მიზნებზე არ იქნება გათვლილი და ხელოვნების ამ სფეროს განვითარებაში თავის წვლილს შეიტანს“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

კინოდარბაზის დათვალიერების შემდეგ სტუმრებმა კინოდარბაზის სახელის საკუთარი ვერსიები წარმოადგინეს, საიდანაც გახსნის დღისთვის ერთ-ერთი უნდა შეირჩეს.

პრეზენტაციისას კინოდარბაზის ფოიეში გამოიფინა თვითნასწავლი მოქანდაკის, ონელი ზაურ გამყრელიძის, ნამუშევრები. ახალგაზრდა ხელოვანი 14 წლის ასაკიდან პლასტილინით ძერწავს შინაარსით გამორჩეულ განსხვავებულ ექსპონატებს.

კინოდარბაზი ეროვნული არქივის შენობაში 1970-იანი წლების ბოლოდან 1990-იანი წლების დასაწყისამდე მოქმედებდა. იმ პერიოდში მისი ძირითადი დანიშნულება თემატური კინოსეანსების გამართვა იყო. ტექნიკური პრობლემების გამო, კინოდარბაზს ფუნქცია 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჰქონდა დაკარგული და მას დოკუმენტების საცავად იყენებდნენ.

საქართველოს მასშტაბით ეროვნული არქივი დოკუმენტური ფილმებისა და კინოჟურნალების ყველაზე დიდი საცავია. აქ დაცულია 5252 დოკუმენტური ფილმი, 3194 კინოჟურნალი, 1032 კინოსიუჟეტი, 111 მხატვრული და 38 ანიმაციური ფილმი.

კინოდარბაზის გახსნის შემდეგ ეროვნულ არქივს საშუალება ექნება, მოაწყოს საარქივო ფილმების ფესტივალები, რეტროსპექტივები და თემატური ჩვენებები, რითაც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება უმდიდრესი ფილმსაცავი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42