ისნის რაიონის გამგეობამ აქცია „გაამწვანე შენი უბანი“ დაიწყო
საზოგადოება - 14:11, 17 Mar, 2018     2149
ისნის რაიონის გამგეობამ აქცია "გაამწვანე შენი უბანი" დაიწყო. აქციის ფარგლებში, გამწვანების პირველი ღონისძიება მოსკოვის გამზირის N29დ კორპუსის მიმდებარედ გაიმართა, სადაც 900 კვადრატულ მეტრ ფართობზე, გამწვანების უახლესი სტანდარტების შესაბამისად, ოთხ მეტრამდე სიმაღლის 15 ძირი ცაცხვის ხე და წიწვოვანი ბუჩქები დაირგო. ტერიტორიაზე, ასევე, იგეგმება სკვერის მოწყობა, სადაც სკამები და საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება.

გამწვანების აქციაში ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, გამგეობის თანამშრომლები და ადგილობრივი მცხოვრებლები მონაწილეობდნენ.

„ეს არ არის ერთჯერადი ღონისძიება. ჩვენ ყველა ეზოში შევალთ. ამ კორპუსის ეზოში არც ერთი მწვანე ნარგავი არ არსებობდა და მადლობელი ვარ მოსახლეობის, რადგან ეს მათი სურვილით და მონდომებით კეთდება. ახლა მთავარია, რომ ნარგავების მოვლაზე ყველამ იზრუნოს. ჩვენ გავამწვანებთ, ხოლო შემდგომ მოვლა-პატრონობას ამხანაგობა უზრუნველყოფს. ეს იქნება მუნიციპალიტეტისა და მოსახლეობის თანამშრომლობის მაგალითი“, - განაცხადა ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ.

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის გიგა გიგაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ამ ტიპის აქციები სხვა უბნებშიც გაიმართოს.

„ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება მოსახლეობისა და გამგეობის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდეს მსგავსი აქციები. როგორც ხედავთ ადგილზე დაირგო საკმაოდ დიდი ზომის ცაცხვები და გაჩნდება ახალი გამწვანებული სივრცე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. ძალიან კარგი აქციაა და იმედი გვაქვს მას სხვა უბნებიც შეუერთდებიან“, - აღნიშნა გიგა გიგაშვილმა.

აქციის "გაამწვანე შენი უბანი" მიზანია, ისნის რაიონში დასახლებულ ტერიტორიებზე რეკრეაციული სივრცეების განვითარება. ამ მიმართულებით ისნის რაიონის გამგეობა არაერთი პროექტის განხორციელებას გეგმავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42