"პურის ნატვრაში გატარებული ბავშვობა" - 4 შვილის დედა დახმარებას ითხოვს
საზოგადოება - 20:04, 16 Mar, 2018     3439

“მინდა, რომ დავიძინო და არ გავიღვიძო. დავიღალე ასეთი ცხოვრებით, მაგრამ ვინ მოუვლის ჩემს შვილებს? გული მიკვდება, როდესაც მათ მომავალზე ვფიქრობ...“ .

ეს სიტყვები ეკუთვნის ახალგაზრდა ქალს - მარტოხელა დედას, რომელსაც 4 შვილის ჰყავს. ნინო ძალიან განიცდის, რომ ეკონომიკური სიდუხჭირის და დანგრეული პირადი ცხოვრების მიზეზით, მას არ შეუძლია ბავშვებს მეტნაკლებად ნორმალური პირობები შეუქმნას.

დედის გული ლამის გასკდეს, როდესაც ბავშვებს შიათ, ხოლო მას ერთი ნაჭერი პურიც კი არ აქვს. მიზერული სოციალური შემწეობა ნინოს და მის შვილებს ერთი კვირა ჰყოფნით . დიახ, მხოლოდ 7 დღე იკვებება ეს ოჯახი წყალწყალა სუპებით, პურით და მაკარონით, ხანდახან ჩაის შაქრითაც სვამენ, რაც მათთვის დიდი ფუფუნებაა. შემდეგ? შემდეგ ფაქტიურად შიმშილობენ, როგორმე უნდა გაძლონ თვის ბოლომდე, როდესაც შემწეობის აღების დრო დადგება.

„როდესაც ხარ წარმატებული, მაშინ ყველა შენსკენ მოიწევს … შეიძლება, დროა ასეთი, როდესაც ყველა საკუთარი პრობლემებით არის დაკავებული და შენ არავის სჭირდები...“,- ამბობს ნინო, რომელსაც გულის სიღრმეში მაინც სჯერა, რომ ღმერთის წყალობით გამოჩნდებიან ადამიანები, რომელთა დახმარება იხსნის მის შვილებს სიღარიბისგან.

ფავლენიშვილების ოჯახი კატასტროფულ პირობებში ცხოვრობს. მათ სძინავთ ცივ და ნესტიან ბარაკში, სადაც ფანჯრებიდან წვიმა ასხამს, ხოლო იატაკის ქვეშ კანალიზაციის მილია გახეთქილი, საიდანაც ხშირად ამოდის ფეკალიებით სავსე წყალი. ამის გამო ოთახში საშინელი სუნი დგას და კიდევ უფრო ამძიმებს გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებს.

არის გამოსავალი ფავლენიშვილების ოჯახისთვის? მოვა მათ ქუჩაზე გაზაფხული?

მეგობრებო, სწორედ თქვენს თანადგომას შეუძლია გადაარჩინოს ნინო და მისი შვილები! სწორედ თქვენს დახმარებას, თუნდაც უმნიშვნელოს, ისეთი დიდი ძალა აქვს, რომ ძალუძს გაფანტოს შავი ღრუბლები და ეს ოჯახი იხსნას სიდუხჭირის მარწუხებისგან!

თუ გაქვთ შესაძლებლობა დაეხმაროთ ამ ბედკრულ ოჯახს, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ფავლენიშვილების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან: chernovetskyifund.ge.

თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: goo.gl/GY2Gus.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42