თსუ-ში საქართველოს ისტორიის კათედრის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიხსნა
საზოგადოება - 18:53, 16 Mar, 2018     2107

საქართველოს ისტორიის კათედრის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიხსნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღონისძიების ორგანიზატორი იყო თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის სასწავლო სამეცნიერო ინსტიტუტი.

კონფერენციის გახსნას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ ჰუმანიტარულ-მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნანა გაფრინდაშვილი, თსუ საქართველოს ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი თედო დუნდუა, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, საქართველოს ისტორიის კათედრა საუნივერსიტეტო სივრცის სიმბოლოა, რომელმაც საქართველოს ისტორიოგრაფიის მთელი ეპოქა შექმნა. „ საქართველოს ისტორიის კათედრას 100 წელი შეუსრულდა. კათედრის პირველი გამგე ივანე ჯავახიშვილი იყო. ამ კათედრაზე იქმნებოდა საქართველოს ისტორია, აქ მიმდინარეობდა საერთაშორისო დონის კვლევა,“ - აღნიშნა თსუ რექტორმა.

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ნანა გაფრინდაშვილის თქმით, საქართველოს ისტორიის კათედრამ შექმნა ბრენდი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. „საქართველოს ისტორიის კათედრამ 100 წლის განმავლობაში უნივერსიტეტის ყველა წარმატება და ყველა პრობლემა გაიზიარა. ეს კათედრა იყო და იქნება ქართული მეცნიერებისა და ქართველოლოგიის კვლევის სათავეებთან და უნივერსიტეტი მის წინსვლას ყოველთვის შეუწყობს ხელს,“ - აღნიშნა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა.

თსუ საქართველოს ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი საქართველოს ისტორიის კათედრის სამართალმემკვიდრეა. სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ფუნქცია საქართველოს ისტორიის, როგორც ობიექტური რეალობის, შესწავლა და სტუდენტებისთვის გაზიარებაა. ინსტიტუტის ხელმძღვანელის თედო დუნდუას თქმით, 1918 წელს ივანე ჯავახიშვილის მიერ დაარსებულ საქართველოს ისტორიის კათედრასაც ანალოგიური ფუნქცია ჰქონდა. „საქართველოს ისტორიის კათედრა ჯერ სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტში შედიოდა, მოგვიანებით ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის ჩამოყალიბდა, შემდგომ კი ცალკე ისტორიის ფაკულტეტი. ისტორიის კათედრის პირველი გამგე გახლდათ ივანე ჯავახიშვილი, მოგვიანებით იყვნენ: სიმონ ჯანაშია, ნიკო ბერძენიშვილი, შოთა მესხია, მარიკა ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი. დღეს საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქართველოლოგიური ცენტრია,“- აღნიშნა თედო დუნდუამ.

საქართველოს ისტორიის კათედრის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაზე „საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომების“ XIII ტომის პრეზენტაცია გაიმართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42