"ღმერთს მადლობა ვუთხარი, რომ მე ვიჯექი ეტლში და არა ჩემი შვილები,გადავწყვიტე გადავრჩენილიყავი და სხვა შშმ ადამიანებს დავხმარებოდი"
საზოგადოება - 17:33, 16 Mar, 2018     3775

სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" წარმოგიდგენთ 67 წლის თინა ბრეგვაძის ისტორიას.

თინა ბრაგვაძე, 67 წლის, გორი

ეტლის გზა
-------------------------
„1994 წლამდე ბედნიერი ცხოვრებით ვცხოვრობდი, მაგრამ მეც იმ არეულობის მსხვერპლი გავხდი, რაც ტრიალებდა ჩვენს ქვეყანაში იმ წლებში.

ახლობლის პანაშვიდზე ვიყავით სოფელ ქვეშში. იქედან რომ ვბრუნდებოდით, გზაში შეიარაღებული დაჯგუფება დაგვხვდა. მანქანის წართმევის მიზნით, თავს დაგვესხნენ და ავტომეტის ჯერის გადაატარეს მანქანას. მანქანაში მჯდომი ჩემი მეზობელი ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მე კი ისე მძიმედ ვიყავი, რომ 2 წელი საავადმყოფოში გავატარე და ბოლოს 8 თვიანი სარეაბილიატციო კურსიდან, რომელიც ერევანში გავიარე, ეტლით დავბრუნდი.

მიუხედავად იმის, რომ ორ ქალაქში ვიცხოვრე - დაოჯახებამდე ქუთაისში, ოჯახის შექმნის შემდეგ კი გორში - ეტლით მოსარგებლე ადამიანი მანამდე ნანახი არ მყავდა. ამიტომ, ეს მდგომარეობა ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო და ვერც წარმოვიდგენდი, რომ ვეღარასდროს გავივლიდი. ერევნიდან არ მინდოდა ცოცხალი დავბრუნებულიყავი. ვფიქრობდი, რომ ამ მდგომარეობაში ვერ შევძლემდი ოჯახის მოვლას, სადაც ოთხი მამაკაცი ცხოვრობდა და ასეთ სიცოცხლეს აზრი აღარ ჰქონდა. წარმოიდგინეთ, ხელებსაც კი ვერ ვამოძრავებდი, სრულიად პარალიზებული ვიყავი და ასეთი ცხოვრება აღარ მინდოდა.

გადარჩენილი
---------------------------
ჩემს ერევანში ყოფნის დროს საქართველოდან ახალგაზრდა ბიჭები ჩამოიყვანეს. ეს ბიჭები და მათი მშობლები რომ დავინახე ამ მდგომარეობაში, მაშინ ვუთხარი ღმერთს მადლობა, რომ მე ვიჯექი ეტლში და არა ჩემი შვილები. ამ ახალგაზრდა ბიჭების ნახვამ ჩემზე ძალიან იმოქმედა. იმხელა ძალის მოზღვავება ვიგრძენი, რომ მაშინ გადავწყვიტე გადავრჩენილიყავი და გავძლიერებულიყავი, რათა სხვა შშმ ადამიანებს დავხმარებოდი. ერევანში გავიაზრე, თურმე რამდენ ადამიანს აქვს ირგვლივ პრობლემა და მე ამის შესახებ არც კი ვიცოდი.

ბრძოლა ჯერ იმისთვის დავიწყე, რომ საწოლში გადატრიალება დამოუკიდებლად, ოთხი ადამიანის დაუხმარებლად შემძლეობოდა. დაუღალავი ვარჯიშით ნელ-ნელა უკვე საწოლიდან ეტლში გადაჯდომა და დამოუკიდებლად ეტლით სიარული შევძელი. მოკლედ, ისე დავბრუნდი სახლში, რომ ეტლის მოხმარება უკვე კარგად ვიცოდი, მაგრამ ამ მდგომარეობამდე მისვლას ორი წელი დასჭირდა.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ, თბილისში „ინვალიდთა ლიგას“ დავუკავშირდი და მათთან ერთად აქტიურად ჩავერთე მუშაობაში. რამდენი ღამე გაგვითენებია, რომ შშმ ადამიანების უფლებები დაგვეცვა. ბევრი ბრძოლა გამოვიარეთ დღემდე იმისთვის, რომ შშმ ადამიანებს საზოგადოებაში უფრო აქტიურად შესძლებოდათ მონაწილეობა. ახლა რომ ვიხსენებ იმ დროს, რა თქმა უნდა, ბევრად წინ ვართ. პირველად 1997 წელს გამოვედით 45-მდე შშმ ადამიანი გორის ქუჩებში და აქცია გავმართეთ. ეტლები დღესაც კი პრობლემაა, მაგრამ მაშინ საერთოდ არავის ჰქონდა ეტლი და ზოგი შშმ ადამიანი სკამით იყო ჩამოსული სხვადასხვა სოფლიდან. შეკრების მიზანი ერთმანეთის გაცნობა და იმის დადგენა იყო, რამდენი შშმ ადამიანი ცხოვრობდა და რა პრობლემები ჰქონდათ მათ. ასევე, ამ აქციით მერიას ვთხოვდით ერთი ოთახი გამოეყოთ, სადაც შშმ ადამინები კლუბს მოვაწყობდით და პერიოდულად შევიკრიბებოდით. მაშინ, ალბათ, ადგილობრივმა ხელისუფლებამაც და მოსახლეობამაც პირველად დაინახეს ამდენი შშმ ადამიანი ერთად. შემდგომში უკვე აქტიურად ვიღებდით მონაწილეობას სხვადასხვა აქციებში გორის რაიონში მცხოვრები შშმ ადამიანები და მოძრაობის აქტიური ნაწილიც გავხდით.

მოვახერხე ისიც, რომ ტრეინინგები გავიარე, ბევრი რამე ვისწავავლე იმ წლებში და შშმ ადამიანების გასაძლიერებლად არასამთავრობო ორგანიზაცია „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი“ დავაფუძნე გორში. შიდა ქართლში შშმ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია არ იყო და ბევრი პრობლემა ვერ გვარდებოდა. ახლაც მხოლოდ ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს ამ მიმართულებით ადგილზე.

ჩვენ ვცდილობთ, რომ შშმ ადამიანებს შევუქმნათ დამოუკიდებლად ცხოვრების შესაძლებლობები. ვიზრუნოთ მათ პროფესიულ განვითარებასა და დასაქმებაზე. მაგალითად, მაშინ ფეხსაცმელების საამქრო გავაკეთეთ, შშმ ადმიანებს ფეხსაცმელების კერვა ვასწავლეთ და სამუშაო სივრცეც შევუქმენით. ახლა უკვე კარგად განვითარებული სოციალური საწარმოები აქვს ორგანიზაციას - სამკერვალო, კერამიკის საამქრო, მინანქრის სახელოსნო, სადაც შშმ ადამიანები მუშაობენ. ამ საწარმოებში, ცხადია, მხოლოდ ეტლით მოსარგებლეები არ არიან დასაქმებულები. მაგალითად, სამკერვალოში სმენის არ მქონე გოგონები მუშაობენ. ამ სამკერვალოში, სხვათაშორის, შშმ ადამიანებისთვის საჭირო ნაწოლების ბალიშები და სხვა მათთვის საჭირო ინვენტარი იკერება. საწარმოში დასაქმებულ ადამინაებს აქვთ საკუთარი, საკმაოდ კარგი შემოსავალი. მაგრამ, აქამდე მოსვლა არ იყო ადვილი.

ჩვენს ორგანიზაციაში გახსნილია დღის ცენტრი შშმ ბავშვებისათვის, სადაც სწავლობს 65 ბენეფიციარი - როგორც გოგონები ასევე ვაჟები. ისინი იღებენ არაფორმალურ განათლებას, ინვითარებენ დამოუკიდებელი ცხოვრების უნარჩვევებს და ეჩვევიან საზოგადოებასთან ურთიერთობას. მოზრდილებისთვის მუშაობს პროფესიული სახელოსნოები, სადაც სწავლობენ სხვადასხვა ხელობებს (ტიხრული მინანქრის, ჭრა-კერვა, კერამიკისა და თიხის წარმოება) ჩვენი ორგანიზაციის დახმარბით რამოდენიმე ასეულ შშმ ადამიანს მიეცა საზოგადოებაში ინტეგრაციის საშუალება. ჩვენი დღის ცენტრის ფილიალია ქარელშიც, სადაც 15 შშმ ბენეფიციარი სწავლობს. დღის ცენტრის გახსნას ვაპირებთ ხაშურშიც.

სახელმწიფო და შშმ ადამიანის უფლებები
---------------------------------------------------------
შშმ ადამიანები იძულებული გავხდით ჩვენი უფლებებისთვის ბრძოლა წამოგვეწყო, რადგან სახელმწიფოს მხრიდან არაფერი კეთდებოდა ან მინიმლურიც არ იყო ის, რაც კეთდებოდა. მაშინ შშმ ადამიანების პენსია 8 ლარი იყო, მერე 12 ლარი გახდა. დღეს 200 ლარია, მაგრამ ეს თანხა არაფერია იმ საჭიროებებისთვის, რაც შშმ ადამიანს გააჩნია - მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები, სამედიცინო მომსახურება და ა.შ. 200 ლარი ზღვაში წვეთია ამ ადამიანებისთვის, მაგრამ სახელმწიფო არ ფიქრობს შშმ ადამიანების საჭიროებებზე, სხვა პრიორიტეტები აქვს.
სახელწიფო ვალდებულია იზრუნოს იმაზე, რომ შშმ ადამიანებს შეუქმნას ისეთი გარემო პირობები, სადაც თავს იგრძნობენ სრულყოფილ ადამიანებად. გარემოპირობები არ ნიშნავას მხოლოდ ადაპტირების მოწყობას. ამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ სათანადო მკურნალობა და რეაბილიტაციაც. ქალებისთვის განსაკუთრებით პრობლემურია გინეკოლოგიური მკურნალობა. მათ კლინიკებში მისვლა იმიტომ უჭირთ, რომ არ არის ადაპტირებული ისე, შესაძლებელი იყოს შშმ ქალი გინეკოლოგმა გასინჯოს. მეც ვყოფილვარ და მეორედ მისვლა აღარ მდომებია. შეურაცხმყოფელია, როცა ოთხი ადამიანის დახმარება გჭირდება გინეკოლოგიურ სავარძელზე დაჯდომაში. ეს სიტუაცია ვერ შეიცვლება, თუკი სახელმწიფო მეტ მზრუნველობას არ გამოიჩენს შშმ ადამიანის მიმართ.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალები
------------------------------------------------------------------
შშმ ქალებს განსხვავებული და მართლა, განსაკუთრებული პრობლემები აქვთ. ამ ქალებს ოჯახები უფრო მეტად ზღუდავენ და სახლში კეტავენ. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ შშმ ქალს საერთო არაფრად აგდებს საზოგადოება და იცით რატომ?! ფიქრობენ, რომ ის ოჯახში არავის გამოადგება, რადგან არაფრის გამკეთებელი არ არის. მეც იგივეს ვფიქრობდი საკუთარ თავზე. ვერ ვხვდებოდი რაღატომ უნდა მეცოცხლა, თუკი ჩემს შვილებს და ქმარს ვეღარ მოვუვლიდი. ჩვენს ცენტრში დადის, მაგალითად გოგონა, რომელსაც ძალიან ავიწროვებენ ოჯახში. ზოგჯერ ამბობს, რომ თავის მოკვლა უნდა, რადგან ვეღარ უძლებს ამ ზეწოლას. გავრცელებული პრაქტიკაა, რომ ქალებისგან, რომლებსაც აქვთ რაიმე ტიპის შეზღუდული შესაძლებლობები, ქმრები მიდიან და შშმ ცოლებს მარტო ტოვებენ ბავშვებთან ერთად.

იცით, მე მადლობასაც კი ვეუბნები ხოლმე ღმერთს, რომ ვარ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, რადგან საშუალება მომეცა ამ პრობლემების დანახვის და ამდენი ადამიანის დახმარების.“

ავტორი: იდა ბახტურიძე
ფოტო: ნინო ბაიდაური


წყარო ფეისბუკგვერდი „ქალები საქართველოდან“

© 2017 სოციალური პროექტი „ქალები საქართველოდან“ ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის „ქალის ხმა“ მიერ. (ავტ. მაიკო ჩიტაია; იდა ბახტურიძე; ნინო გამისონია). ფოტო: ნინა ბაიდაური; სალომე ცოფურაშვილი. პროექტი მიმდინარეობს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42