უბედური შემთხვევა გუდაურში - მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ლევან ზაუტაშვილის განცხადებით, მომხდარის მიზეზების შესწავლა და დადგენა დაწყებულია, დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა:
„ამ ეტაპისთვის დაშავებულთა მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის. მზად ვართ მაქსიმალურად, მობილიზებული გვყავს რეანომობილები. დღის პირველ ნახევარში მწყობრიდან გამოვიდა საბაგირო და ამის შედეგად დაგვიშავდნენ ტურისტები. რა თქმა უნდა საბაგირო იყო შემოწმებული, ის საკმაოდ ავტორიტეტული კომპანიაა, რომელმაც მოახდინა აღნიშნული საბაგიროს დამონტაჟება, ყველა პარამეტრით, ყველა ვალდებულებით შემოწმება გავლილი ჰქონდა ამ საბაგიროს. ყველა დეტალი იქნება შესწავლილი.
ელექტროენერგიის გათვიშვის შესახებ ჩვენთან ინფორმაცია შემოსული არ არის. ელექტროენერგია რომ გათიშულიყო, საბაგიროც გაითიშებოდა და ასეთი პრობლემა არ შეიქმნებოდა.
ამ ეტაპზე ადგილობრივი ძალებით გუდაურის ამბულატორიაში მიმდინარეობს პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის ყურადღებით შესწავლა“, - აღნიშნა ლევან ზაუტაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






