ჟურნალი “მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის” ფარგლებში შეიქმნა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.
ჟურნალის რედაქტორს, განათლების სფეროს ექსპერტს, სკოლა „ჰამილტონის“ დირექტორს და „სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარეს - გია მურღულიას მიაჩნია, რომ ჟურნალი სასწავლო დაწესებულებათა ხელმძღვანელებს დაეხმარება მათი განსაკუთრებული მისიის შესრულებაში: “ჟურნალი სკოლის ლიდერთათვის სასარგებლო და საჭირო გამოცემად უნდა იქცეს, ერთგვარ დირექტორის სამაგიდო რესურსად”, განაცხადა გია მურღულიამ.
ჟურნალში წარმოდგენილი სტატიების ავტორები მოქმედი დირექტორები, განათლების სფეროს სპეციალისტები და საერთაშორისო ავტორები არიან. ეს შესაძლებლობას მისცემს ჩვენს დირექტორებს უკეთ გააცნობიერონ მართვის საერთაშორისო და ეროვნული პრობლემატიკა, მოარგონ არსებული გამოცდილება საკუთარი სკოლის კონტექსტს და მეტად მოსწავლეზე ორიენტირებული გახადონ სკოლა.
ჟურნალი ყველა საჯარო სკოლას უსასყიდლოდ გადაეცემა.
„მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის” მიზანია ხელი შეუწყოს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების გაუმჯობესებას საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში, ასევე სკოლების მართვის გაუმჯობესება.
ამ მიზნით პროგრამის ფარგლებში 2016-2019 წლებში გადამზადდება ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, მათემატიკის, ინგლისურისა და გეოგრაფიის VII-XII კლასების ყველა მოქმედი მასწავლებელი, აგრეთვე, ყველა საჯარო სკოლის დირექტორი და სკოლის ბაზაზე პროექტის პროფესიული განვითარების ფასილიტატორი.
დირექტორების პროფესიული განვითარების პროგრამის- ლიდერობის აკადემიის სატრენინგო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საჯარო სკოლების დირექტორებს, ეფექტიანად მართონ სკოლა და შექმნან მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო.
ლიდერობის აკადემია სამი დონისაგან შედგება და წარმოადგენს ტრენინგ-მოდულების ერთობლიობას, რომელიც 2016 წლის 15 აგვისტოს დაიწყო და 2018 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
“მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი”ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის
მასალის გამოყენების პირობები






