ფინეთმა სამგზის გამარჯვებული ნორვეგია ჩაანაცვლა და ყველაზე ბედნიერ ქვეყანად დასახელდა.
რაც შეეხება საქართველოს, 156 ქვეყანას შორის საქართველო 128-ე ადგილზე იმყოფება.
გასულ წელს საქართველო 125-ე ადგილზე იმყოფებოდა, შესაბამისად, წელს სამი საფეხურით ჩამოქვეეითდა.
ბედნიერების ინდექსის კვლევას გაერო 2012 წლიდან ატარებს. კვლევა, სოციალურ მდგომრეობასა და საჯარო პოლიტიკის კრიტერიუმებზე დაყრდნობით ჩატარდა.
87-ზე ადგილზეა მეზობელი აზერბაიჯანი, 59-ზე რუსეთი, 74-ზე თურქეთი, 129-ე სომხეთი.
პირველი ათეული ასე გამოიყურება:
1. ფინეთი
2. ნორვეგია
3. დანია
4. ისლანდია
5. შვეიცარია
6. ნიდერლანდები
7. კანადა
8. ახალი ზელანდია
9. შვედეთი
10. ავსტრალია.
ყველაზე ცუდი სიტუაციაა
1. ბურუნდი
2. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა
3. სამხრეთ სუდანი
4. ტანზანია
5. იემენი
6. რუანდა
7. სირია
8. ლიბერია
9. ჰაიტი
10. მალავი
მსოფლიო ბედნიერების ანგარიშში ქვეყნების რიგითობა ეფუძნება ექვს ფაქტორს, მათ შორის, ერთ სულ მოსახლეზე მთლიან შიდა პროდუქტს, ცხოვრების ხანგრძლივობას, სიტყვისა და მოქმედების თავისუფლებას, სოციალურ უზრუნველყოფას და კორუფციის არარსებობას მთავრობაში ან ბიზნესში.
მასალის გამოყენების პირობები






