Check in Georgia-ს ფარგლებში „ბლექსი არენაზე“ ღონისძიებები მაისიდან სექტემბრის ჩათვლით გაიმართება
საზოგადოება - 16:02, 15 Mar, 2018     2106

გასული წლების მსგავსად, წელსაც „ბლექსი არენაზე“ ჩატარდება როგორც უცხოელი, ასევე ქართველი შემსრულებლების საინტერესო კონცერტები, - ამის შესახებ „ბლექსი არენას“ დირექტორმა ანი კავლელიშვილმა Check in Georgia-ს 2018 წლის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში კონცერტების გამართვაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს მაღალი დონის უცხოელ ვარსკვლავებთან, რომელთა ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„ბლექსი არენაზე“ ღონისძიებები მაისიდან სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. ასევე ჩვენ ველოდებით ჭადრაკის ოლიმპიადის გახსნას, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ძალიან მრავალფეროვანი სეზონი გამოგვივა, კულტურული და სპორტული ღონისძიებებით დატვირთული“, - აღნიშნა ანი კავლელიშვილმა.

მისი თქმით, Check in Georgia-მ მხარდაჭერა გამოუცხადა ქართველ ვარსკვლავებს კონცერტების ჩატარებაში. შესაბამისად, „ბლექსი არენა“ იჯარით უზრუნველყოფს Check in Georgia-ს ღონისძიებების ფარგლებში მონაწილე იმ პირებს, ვისაც სურვილი ექნებათ ქართული და უცხოური კომბინირებული ღონისძიებები ჩაატარონ, რაც ქართველი შემსრულებლებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და საქართველოს კულტურულ ცხოვრებას ახალ საფეხურზე გადაიყვანს.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პირველ ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ბატონ დიმიტრი ქუმსიშვილს ასეთი ნდობისთვის. „ბლექსი არენას“ გუნდს წელს დაევალება ანაკლიის სეზონის მენეჯმენტი. ამ პროცესში მონაწილეობის მისაღებად ჩვენ მოვიწვიეთ ელექტრონული სფეროს პროფესიონალები, რომლებიც საქართველოში მოღვაწეობენ დიდი ხანია და მათთან ერთად, ანაკლიაში გარდამავალ პერიოდს ვგეგმავთ“, - აღნიშნა ანი კავლელიშვილმა.

„ბლექსი არენას“ დირექტორის თქმით, მომავალი წლიდან სახელმწიფო მრავალწლიან მხარდაჭერას გამოუცხადებს ანაკლიაში ფესტივალს.

„ვფიქრობ, არაერთი საინტერესო პროექტი დაიგეგმება და 2019 წლიდან ხანგრძლივ რეჟიმში სახელმწიფო სუბსიდირებას გაუწევს და მხარდაჭერას გამოუცხადებს ელექტრონული ფესტივალის განვითარების პროექტს“, - აღნიშნა ანი კავლელიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42