მისი თქმით, ბათუმის მუსიკალური ფესტივალი „იუნესკოს“ პატრონაჟით ტარდება და ეს არის უნიკალური შემთხვევა, რადგან ფესტივალი აკმაყოფილებს ყველა იმ ღირებულებას, რაც „იუნესკოსთვის“ და კონკრეტულად, საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი.
„ფესტივალზე ახალგაზრდა მუსიკოსებისა და ბავშვების დიდი კონცენტრირებაა, რომლებიც მერე საზღვარგარეთ არიან მიწვეული სხვადასხვა ფესტივალებსა და მასტერკლასებზე. ფესტივალი ასევე მოიცავს რეგიონებში სკოლების ჩართულობასა და პოტენციური მსმენელის ჩამოყალიბებას. ასე რომ, თავისი ხასიათითა და მნიშვნელობით, ბათუმის მუსიკალური ფესტივალი არის საყურადღებო და ბედნიერები ვართ, რომ Check in Georgia-ს პროექტში ვმონაწილეობთ“, - აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ.
Check in Georgia-ს ფარგლებში ბათუმის მეექვსე მუსიკალური ფესტივალი ბათუმში 2-13 სექტემბერს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები