გურამ ჩახვაძე: ეკონომიკური კრიზისი კარზეა მომდგარი
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:43, 01 Aug, 2013     1098

 

 

,,ეკონომიკაში ჩახედულ პიროვნებას რომ ანახოთ სტატისტიკის სამსახურის მონაცემები, აუცილებლად გეტყვით, რომ საქმე გვაქვს ეკონომიკურ რეცესიასთან. მართლაც გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული სახეზეა ეკონომიკის სისტემატური ვარდნა, რომლის ნიშნულმა(მინუს 0.8%) ივნისში საგანგაშო ზღვარს მიაღწია.

 

შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური კრიზისი კარზეა მომდგარი. ქართული ეკონომიკა ავადაა, რასაც აქვს თავისი მიზეზები. ესაა, წინა ხელისუფლების მემკვიდრეობა, არასახარბიელო გლობალური ეკონომიკური მდგომარეობა და ახალი ხელისუფლების არაადექვატური პოლიტიკა.

 

პირველ რიგში, მთავრობამ უნდა აღიაროს ეკონომიკური რეცესიის ფაქტი და შეიმუშაოს ეკონომიკის სტიმულირების შესაბამისი გეგმა, იგივე "საგზაო რუქა", რომლის მთავრი მიზანი ეკონომიკურ ზრდასთან ერთად ქვეყანაში დამკვიდრებული სოციალურ უთანასწორობის აღმოფხვრა იქნება.

 

სამწუხაროდ, დღეს საქართველო ლიდერი ქვეყანაა რეგიონში სიღარიბის დონის მიხედვით. არა იმიტომ რომ ქართველები ზარმაცები არიან, როგორც ზოგიერთებს სურთ წარმოაჩინონ არამედ იმიტომ რომ არსებული სისტემა არ აძლევს ყველა მოქალაქეს საშუალებას თანაბარ პირობებში აწარმოოს საკუთარი ბიზნესი, მიიღოს შესაბამისი განათლება და დასაქმდეს.

 

ამიტომ არის აუცილებელი დაირღვეს არასამართლიანი სისტემა, რომელიც მხოლოდ საზოგადოების მცირე ნაწილისთვის აწესებს პრივილეგიას ეკონომიკურ სიკეთეებზე, როგორიცაა ბუნებრივი რესურსები, მიწა, კაპიტალი, ფინანსები, სახელმწიფო შესყიდვები. ამ მანკიერ სისტემის განვითარებას ყველა წინა ხელისუფლებამ თავისი კვალი დაამჩნია და როგორც ვატყობ გამონაკლისი არც დღევანდელია. რადგან ჩვენ ვერ ვხედავთ ახალი ხელისუფლების ნაბიჯებს, რომლებიც ხელს შეუწყობდნენ ქვეყანაში საშუალო კლასის ჩამოყალიბებას.

 

მოქმედმა ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ შექმნილი ეკონომიკური და პოლიტიკურ სისტემა იქნება მყიფე, თუ ის არ იქნება გათვლილი ყველა მოქალაქეზე და არ უზრუნველყოფს მათ აუცილებელი სიკეთეებით. სისტემა რომელიც წარმოშობს პრივილეგიებს, ადამიანებში ანგრევს რწმენას დემოკრატიასა და საბაზრო ეკონომიკისადმი, რასაც ბუნებრივია ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხი მოყვება," - აცხადებს ედპ-ის ერთერთი ლიდერი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42