დღეს სოხუმის მოედანზე ხსოვნისა და იმედის საღამო ჩატარდება
საზოგადოება - 09:31, 15 Mar, 2018     2865
2018 წლის 15 მარტს, 19.30 საათზე, სოხუმის უნივერსიტეტის რექტორატისა და სტუდენტთა ინიციატივით, სოხუმის მოედანზე, (მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მიმდებარედ) ჩატარდება ხსოვნისა და იმედის საღამო, რომელიც ეძღვნება 1993 წლის 15-16 მარტს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მონაწილეობით სოხუმზე განხორციელებული მასშტაბური შეტევის ქართული მხარის მიერ წარმატებით მოგერიების 25 წლისთავს.

სამხედრო ოპერაციის დროს დაღუპულ მეომართა ხსოვნის უკვდავსაყოფად აინთება სანთლები, გაუშვებენ საჰაერო ფრანებს.

ქართული ჯარის ისტორიაში 15-16 მარტის სამხედრო ოპერაცია შევა, როგორც ქართველი არტილერისტების, რიგითი მებრძოლების, სოხუმელების შეუპოვრობის, პატრიოტული სულისკვეთების, სამშობლოსათვის თავგანწირვის სანიმუშო მაგალითი.

სწორედ სოხუმის დამცველთა მაღალ პატრიოტულ ფონზე სამხედრო თვალსაზრისით ჩატარებული ქრესტომათიული სამხედრო ოპერაცია დაედო საფუძვლად 15 მარტის ქართული არტილერიის დღედ გამოცხადებას.

ორგანიზატორები ხვალ, 19 საათიდან სოხუმის მოედანზე იწვევენ ყველას, ვისაც აფხაზეთი ტკივა, ვისაც დაღუპული ბიჭების ხსოვნა მოსვენებას უკარგავს!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42