დედაქალაქის მერია ცვლილებასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას და გრაფიკას ავრცელებს.
· იონა ვაკელის ქუჩა, ვაჟა-ფშაველადან ყაზბეგის გამზირამდე, გაცალმხრივდა.
· ორმხრივი მოძრაობა შენარჩუნდა მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის და დაიხაზაშ ესაბამისი სატრანსპორტო ზოლი.
ავტობუსებსა და სამარშრუტო ტაქსებს ყაზბეგიდან გადაადგილება შეუძლიათ, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ან პირდაპირ.
· გაცალმხრივდა ოთარ ჭილაძის ქუჩა, ყაზბეგიდან ვაჟა-ფშაველას გამზირამდე.
· ყაზბეგის გამზირიდან, ჭილაძის ქუჩის მეშვეობით, მოძრაობის გაგრძელება შესაძლებელია ვაჟა-ფშაველაზე ან პირდაპირ.
ასევე, აპრილიდან ცვლილება ეხება იოსებიძე-ქუთათელის მონაკვეთს.
· იოსებიძის ქუჩაზე, ქუთათელიდან კალანდაძის ქუჩამდე, ცალმხრივი მოძრაობის მიმართულება შებრუნდება.
· ტრანსპორტი ქუთათელის ქუჩაზე შარტავასა და ხვიჩიას ქუჩებიდან შევა.
· ავტომობილები, კალანდაძის ქუჩის გზაჯვარედინზე გადაადგილდებიან ან მარცხნივ – პეკინის ქუჩისკენ, ან პირდაპირ – იოსებიძის ქუჩაზე.
მასალის გამოყენების პირობები






