თბილისის გენგეგმა თუ საკუთრების ახალი გადანაწილების ლეგიტიმაცია
საზოგადოება - 15:12, 13 Mar, 2018     2855
დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის- „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი განახლებული მასალები არქიტექტურის სამსახურს 28 თებერვალს ჩაბარდა.

ამ დოკუმენტის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში, დედაქალაქის მერის კახი კალაძის მიერ მოწვეული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების და ადგილობრივი ექსპერტები არიან ჩართულები და საბოლოო შეფასება მარტის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა „თბილისის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის მიღების პროცესი ღია და გამჭვირვალე უნდა იყოს. ასევე, მნიშვნელოვანია, სწორად შეფასდეს, თუ რამდენად იქნება გათვალისწინებული „სითი ინსტიტუტის“ მიერ თბილისის მერიის მხრიდან გამოთქმული შენიშვნები - ტრანსპორტის, ურბანული განვითარების, არქიტექტურის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის, ეკოლოგიისა და ეკონომიკური სარგებლიანობის დოკუმენტში ასახვის კუთხით“.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. თბილისის გენგეგმის ისტორია 2015 წლის 21 მაისს დაიწყო, როდესაც ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურმა გამოაცხადა კონკურსი : „ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სახელმწიფო შესყიდვის“ მიზნით. კონკურსის პირობებით გამარჯვებულისათვის გათვალისწინებული იყო 50.000 ლარი თუმცა მთელი რიგი იურიდიული მანიპულაციების შედეგად, რომელშიც მონაწილეობდა ქ.თბილისი მერია, საქართველოს მთავრობა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადებულ ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ 50.000 ლართან ერთად პირდაპირი შესყიდვის წესით გაუფორმდა ხელშეკრულება 2 800 000 ლარის მომსახურებაზე. აღსანიშნავია, რომ ეს ორგანიზაცია სამეწარმეო რეესტრში კონკურსის გამოცხადებიდან 41-ე დღეს გაფორმდა და მას როგორც იურიდიულ პირს მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობის არანაირი გამოცდილება არ გააჩნდა.

„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტი 18 თვიან ვადაში უნდა წარმოედგინა, თუმცა კონტრაქტზე ხელიმოწერიდან თითქმის 3 წელი გავიდა და ამ დოკუმენტის ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ამ ხნის განმავლობაში დოკუმენტში გამოვლენილი ხარვეზების და ვადების გადაცდენის გამო, კომპანია 6-ჯერ დაჯარიმდა და საჯარიმო სანქციებმა საერთო ჯამში დაახლოებით 300 ათას ლარი შეადგინა.

წარმოდგენილი გენერალური გეგმა ქართველი სპეციალისტების, სხვადასხვა სამთავრობო თუ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ექსპერტების სამართლიან კრიტიკას იმსახურებს, ისინი ცალსახად თანხმდებიან, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი არ შეიძლება გამოყენენული იქნას როგორც სახელმძღვანელო დოკუმენტი და რომ დაუშვებელია მისი დამტკიცება იმპლემენტაციის მიზნით. ეს არის საცნობარო ე.წ „რეფერენს“ დოკუმენტი, ეს დოკუმენტი არც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაა და არც განაშენიანების დეტალური მაკონტროლებელი რეგულაცია. დოკუმენტი იქმნებოდა კონკრეტული პოლიტიკური და ეკონომიკური დაკვეთის შესასრულებლად და არავის არ აინტერესებდა მისი შინაარსობრივი მხარე. აქ მთავარი იყო საყრდენი რუკა, თავისი კონკრეტული პროექტებით და სასურველი ზონალობით. დამკვეთებს იმედი ქონდათ, რომ როგორც ყოველთვის, მსგავსი დოკუმენტების მიღებისას, მოხერხდებოდა პროცესის უმტკივნეულოდ ჩატარება და მისი უხმაუროდ დამტკიცება თბილისის საკრებულოში. თუმცა საზოგადოების მაღალი აქტიურობის და თბილისი ახალი მერის ბ-ნი კალაძის პრინციპული პოზიციის დაფიქსირების შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და დიდი ალბათობით თბილისი არ მიიღებს მორიგ არაკვალიფიცირებულ და კონკრეტული ჯგუფების ეკონომიკური ინტერესების მატარებელ დოკუმენტს.

აღსანიშნავია, რომ „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის და გენგეგმის საკონკურსო დავალების თანახმად აღნიშნული დოკუმენტი უნდა ყოფილიყო ე.წ. „თანხმობის დოკუმენტი“ და მისი განხორციელების პროცესში უდიდესი მნიშვნელობა უნდა მინიჭებოდა საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის პრინციპს, რასაც პროექტის პრეზენტატორებიც ხაზგასმით აღნიშნავდნენ ხოლმე.

ჩვენს მიერ ჩატარებული მოქალაქეთა გამოკითხვისას დასმულ შეკითხვაზე: ინფორმირებული ხართ თუ არა, რომ უნდა მოხდეს თბილისის ახალი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცება - რესპოდენტების 69,2 %-ი პასუხობს, რომ ის არ არის ინფორმირებული ამის შესახებ; ხოლო 30,8 %-ი კი არის ინფორმირებული. ხოლო გამოკითხული რესპოდენტების 81,7 %-ი თვლის, რომ ხელისუფლება ვალდებულია წინასწარ მოახდინოს მოსახლეობის ინფორმირებულობა, თუ მათი საკუთრების ან საცხოვრისის ფუნქციური ზონალობის ცვლილება იგეგმება.

გამოკითხვის შედეგებიდან გამომდინარე გაურკვეველია ვისთან „თანხმობის“ დოკუმენტს გულისხმობენ ავტორები. თუ საკუთარ და დაინტერესებულ პირთა ინტერესებს, მაშინ ეს ნამდვილად „თანხმობის“ დოკუმენტია, ხოლო თუ თბილისის მოქალაქეებთან თანხმობაა ნაგულისხმები მაშინ ეს ნამდვილად არ არის ესე. გენგეგმაზე მუშაობის პერიოდში სრული იგნორი გაუკეთდა იმ ადამიანების ინფორმირებას და მათთან შეხვედრების მოწყობას, ვისაც უშუალოდ შეეხება ამ გენგეგმის დამტკიცების შემდეგ შექმნილი ახალი რეალობა. წარმოდგენილი დოკუმენტი უხეში გათვლებით 25-30 ათასი კერძო მესაკუთრების ქონებას უცვლის იურიდიულ ფორმატს და ამის შესახებ მათთვის არავის უცნობებია.

გენგეგმის სამართლებრივი მხარის შეფასებისას ჩნდება ლეგიტიმური ვარაუდი, სახელმწიფო შესყიდვაზე პასუხისმგებელი პირების გამარჯვებული კომპანიის უფლებამოისლი პირებთან წინასწარ არსებული კავშირებისა და საერთო ინტერესების თაობაზე. ამის შესახებ, თავის განცხადებებში, არგუმინტირებულად მიუთითებს ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ და ამ და სხვა იურიდიულ ასპექტებზე დაყრდნობით მოითხოვს ხელშეკრულების გაწყვეტას „სითი ინსტიტუტი საქართველოსთან“.

საინტერესოა „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბას“ განცხადებაც, რომ წარმოდგენილ დოკუმენტში „არ არის SWOT ანალიზი. შესაბამისად, არსებობს რეალური საფრთხე, რომ წარმოდგენილი რეკომენდაციების დიდი ნაწილი იქნება წინააღმდეგობრივი, რაც თავის მხრივ, გამოიწვევს იმას, რომ მათი პრაქტიკაში დამკვიდრება შეუძლებელი გახდება. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით რეკომენდირებული პროექტების ანალიზისას ჩანს, რომ ის რეალურადაა აცდენილი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტებთან, რამაც სამომავლოდ შესაძლოა შეანელოს ქვეყანაში საინვესტიციო აქტივობა. გარდა ამისა მგგ-თი წარმოდგენილი რეკომენდაციები, გარკვეულ შემთხვევებში, პირდაპირ უზღუდავს საქმიანობის საშუალებას მცირე და საშუალო ბიზნესს.

კერძო და საჯარო ინტერესების შეჯერება; მონაცემთა ბაზები და დარგობრივი კვლევები; სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მოდელები; ტერიტორიული დაგეგმარება და დასაბუთებული ზონირება; რუკების ერთიანი სტანდარტი; სიტუაციური მოდელირება; სატრანსპორტო და ეკოლოგიური პოლიტიკის თანხვედრა არსებულ სიტუაციასთან და პერსპექტივები; განსახორციელებელი ღონისძიებების რანგირება, მათი განხორციელების ბიუჯეტი, ფინანსების მოზიდვის წყაროები და ფინანსურ-ეკონომიკური დასაბუთება; საერთაშორისო ქარტიებთან შესაბამისობა საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის რეკომენდაცია და ა.შ. ქართველი და უცხოელი ექსპერტების განმარტებით, ეს გახლავთ იმ კომპონენტების მცირე ნაწილის ჩამონათვალი, რომელთა გათვალისწინების გარეშე წარმოუდგენელია თანამედროვე მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. როგორც ისინი აღნიშნავენ, ეს კომპონენტები არსად არ გვხვდება სრულყოფილი სახით „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ისმის ლეგიტიმური კითხვა ბოლოს და ბოლოს რა ტიპის დოკუმენტთან გვაქვს საქმე?

ჩვენი აზრით წარმოდგენილი თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არის მხოლოდ სურვილებით, რეკომენდაციებითა და ძველი გენგემებიდან გადმოღებული მასალით შეზავებული გარემოს რეგულირების გეგმა, რომელის მიზანია, შეცვალოს ქალაქის ფუნქციონალურ ზონები კონკრეტული ჯგუფების ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით. ეს დოკუმენტი სავარაუდოდ წარმოადგენს 2009 წლის გენგეგმის კორექტირებულ ვარიანტს. თავის მხრივ, ეს უკანასკნელი გადმოწერილია კიდევ უფრო ძველი გენგემის მასალებიდან. როგორც ქრონოლოგია გვიჩვენებს, რეალური დოკუმენტი, რომლის მხოლოდ სახელი იცვლებოდა, მიღებულია ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს და შესაბამისად მასში ასახული იყო მაშინდელი მმართველი ელიტის ეკონომიკური ინტერესები.

ეჭვი ჩნდება, რომ რეალურად ამ დოკუმენტის მთავარი დანიშნულებაა ლეგიტიმაციის ფონი შეუქმნას ქვეყანაში კერძო საკუთრების ახალ გადანაწილებას, რაც გამოიხატება სხვისი ბიზნეს ლოკაციის (ელიავას ბაზრობა და სხვ.) ხელში ჩაგდების სქემის ჩადებით გენგეგმაში და ქვეყნის სტრატეგიული დანიშნულების ლოგისტიკური არტერიის - რკინიგზის დასუსტებას, მისი სატრანსპორტო კომპონენტის გადატანის რეკომენდაციით ყოველგვარი კვლევების და გაანგარიშების გარეშე.

„სახალხო თვითმმართველობა“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42