სპეციალისტი სვამს მთავარ კითხვებს: "როგორ უნდა მოგვარდეს თბილისში პარკირების პრობლემა? როგორ უნდა აღვადგინოთ ბალანსი ავტოსადგომებისა და ავტომობილების რაოდენობას შორის? (დღეს ის დაახლოებით არის: 1 პარკირების ადგილი/15 ავტომობილი) როგორი უნდა იყოს პარკირების ახალი საგადასახადო სისტემა? ვინ უზრუნველყოფს ადმინისტრირებას და სხვა"- აღნიშნა ურუშაძემ.
მისივე თქმით, უმჯობესი იქნებოდა თბილისის მერიას, ჯერ სამოქმედო გეგმა და სტრატეგია წარმოედგინა და შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების გაწყვეტის თაობაზე.
"საკითხი ასევე საჭიროებს საფუძვლიან ანალიზს, მათ შორის ეკონომიკური დასაბუთების ჭრილში, ხელშეკრულების გაწყვეტა ყველაზე მარტივი ღონისძიებაა იმ კომპლექსურ ამოცანებს შორის, რაც თბილისში პარკირების პრობლემას უკავშირდება"- აცხადებს ურუშაძე.
თბილისის მერია კომპანია „სითი პარკთან“ დადებულ ხელშეკრულებას 10 აპრილიდან წყვეტს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად დედაქალაქის მერმა კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობა და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულება დაასახელა.
კონტრაქტის გაუქმების შემდეგ, „სითი პარკის“ ფუნქციებს, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები






