ლევან ტაბიძის თქნმით, კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ კომპანიას ინფორმაცია კახა კალაძის სატელევიზიო განცხადებით გაიგეს.
„კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ კომპანიას ინფორმაცია არ ჰქონია. ჩვენთვის უცნობია რის საფუძველზე მოხდა კონტრაქტის შეწყვეტა. კომპანიისთვის ეს ცნობილი გახდა მერის სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ. სამწუხაროა, რომ ამ მეთოდით მოხდა კომპანიასთან ხელშეკრულების გაუქმება და შესაბამისად, კომპანია იტოვებს ვალდებულებას, რომ გააგრძელოს სამართლებრივი დავა ამ საკითხთან დაკავშირებით“,- განაცხადა ლევან ტაბიძემ.
თბილისის მერია კომპანია „სითი პარკთან“ დადებულ ხელშეკრულებას 10 აპრილიდან წყვეტს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად დედაქალაქის მერმა კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობა და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულება დაასახელა.
კონტრაქტის გაუქმების შემდეგ, „სითი პარკის“ ფუნქციებს, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.
დედაქალაქის ვიცე-მერმა დღეს არც ის გამორიცხა, რომ "სითი პარკს“, შესაძლოა, პასუხისმგებლობა დაეკისროს.
მასალის გამოყენების პირობები






