არჩილ ხაბაძე უკრაინელ ბიზნესმენებს შეხვდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:28, 01 Aug, 2013     975

უკრაინელ ბიზნესმენებს მთავრობის წარმომადგენლებმა აჭარის საინვესტიციო გარემო გააცნეს, საუბარი ასევე შეეხო ადგილობრივ ტურისტულ პროდუქტებს. პრეზენტაციის შემდეგ არჩილ ხაბაძემ სტუმრების შეკითხვებს უპასუხა.

 

უკრაინელი ბიზნესმენების დელეგაცია 50 წევრისგან შედგება. დელეგაციაში წარმოდგენილნი არიან ბიზნესის განვითარების ევროპული ასოციაციის და უკრაინელი ქალების კლუბის წარმატებული წევრები. ისინი ეკონომიკური და საზოგადოებრივი საქმიანობით არიან დაკავაბულნი. დელეგაციის წევრებმა უკვე გამართეს შეხვედრები თბილისში სამთავრობო უწყებებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან. საუბარი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობასა და სამომავლო ურთიერთობებს შეეხო.

 

აღნიშნული ვიზიტი ოდესაში საქართველოს საკონსულოს ორგანიზებით ხორციელდება. მთავრობის თავმჯდომარეს უკრაინულ ტრადიციულ სამოსში გამოწყობილმა ბავშვებმა კარავაი მიართვეს.

 

"საქართველომ უკრაინასთან ჩამოაყალიბა განსაკუთრებული თანამშრომლობა. ბოლო წლებში უკრაინა საქართველოსათვის ერთ-ერთ უმხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ამ პროცესებში აჭარაც აქტიურად არის ჩართული, როგორც საზღვრისპირა და მნიშვნელოვანი სატრანზიტო რეგიონი, შესაბამისი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით და სახელმწიფო ინსტიტუციებით. ზოგადად უკრაინული ბიზნესი აქტიურია აჭარაში. უკრაინული კაპიტალის მონაწილეობით მოქმედებენ მთელი რიგი საწარმოები, მათ შორის სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და ტურისტულ სფეროებში. თანამშრომლობის პოტენციალი საკმაოდ დიდია და ჯერ-ჯერობით სრულყოფილად არ არის ათვისებული. მე იმედი მაქვს, რომ დღევანდელი შეხვედრა იქნება წინაპირობა ბიზნესის სფეროში უფრო აქტიური თანამშრომლობისა, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს დამეგობრებული რეგიონების - აჭარის და ოდესის ოლქის უფრო დაახლოებას და ურთიერთობების გაძლიერებას." - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42