ვლადიმერ ჯანჯღავა „ბადაგონის“ თანამშრომლებს - ჩვენ ერთად გადავარჩენთ „ბადაგონს“
საზოგადოება - 17:22, 12 Mar, 2018     1857

ამ წერილის მიზანია, ხალხს ავუხსნათ ის რთული მდგომარეობა და კომპანია “ბადაგონის“ გაკოტრების რეალური საფრთხე, რაც სალაყაიას დირექტორობის პირობებში გარდაუვალია...

მე, ვლადიმერ ჯანჯღავა ვაცხადებ, რომ ქარხანა „ბადაგონი“, რომელიც ავაშენე მამაჩემის ალექსანდრე ჯანჯღავას პატივსაცემად და მისის სახელობისაა, რომელშიც 10 წლის განმავლობაში 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია განვახორციელე, დღეს საფრთხეშია. ტელევიზიებსა და სოციალურ სივრცეში ვუცქერ ყოვლად აღვირახსნილ და უსამართლო კამპანიას ლოზუნგით - „გადაარჩინეთ ბადაგონი“

ვინ უნდა გადაარჩინოს ბადაგონი და ვისგან? ჩემგან, თემურ უბილავასგან თუ საქართველოს ხელისუფლებისგან?!

ამ სამარცხვინო კამპანიის ფარგლებში, ბატონი გიორგი სალაყაია კადრულობს ყველაფერს - ტყუილს, სიყალბეს, ფაქტების დამახინჯებას...

სამწუხაროს, გიორგი სალაყაია, რომელსაც მე საწარმოს მართვის სრული სადავეები ჩავაბარე, მიმალავდა საქმიანობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას. დღეს არსებული ვითარების ზედაპირული ანალიზიც კი ცხადყოფს, რომ „ბადაგონში“ უმძიმესი ფინანსური ვითარებაა.

მე ვიცი, რომ ქარხანაში იყო რთული პერიოდები, როდესაც თანამშრომლები ანაზრაურებას დროულად ვერ იღებდნენ. იმის მიუხედავად, რომ საწარმო მოგებიანი არ იყო, მე ვახერხებდი თანხა ყოველთვის გამომენახა და ხელფასები გამესტუმრებინა.

ამ დროს კი ბატონი სალაყაია არაფერზე ამბობდა უარს, თავს არაფრით იზღუდავდა... ფუფუნებაში ცხოვრობდა, უძრავ ქონებას აგროვებდა და სახლებს იშენებდა...

ახლა კი თანამშრომლებს მოუწოდებს ჩაწერონ ვიდეომიმართვები, სადაც მოითხოვენ „გადამრჩენის“ ხელშეუხებლობას და „ბადაგონის გადარჩენას“.

დიახ, ბადაგონი დღეს ნამდვილად გადასარჩენია და სალაყაიას მმართველობისგანაა გადასარჩენი.

სალაყაიას მოღვაწეობის მიზანი წლების განმავლობაში იყო საწარმოს რეიდერული მითვისების გეგმა. მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, დიდი ოდენობის თანხები იხარჯებოდა წარუმატებელი პროექტების განხორციელებაზე და საწარმო ეწირებოდა მის გაუაზრებელ ფინანსურ პოლიტიკას. სალაყაიას ლიდერის პოზიცია სჭირდება ხელისუფლების დაშანტაჟებისთვის, რასაც ახლა სჩადის და რითიც მთავრობისგან ჩადენილი დანაშაულის ინდულგენციას ითხოვს.

როგორ შეიძლება საქართველოში დარგის ლიდერი იყოს კომპანია, რომელსაც მთელი ამ ხნის არსებობის მანძილზე 18 მილიონ ბოთლ ღვინოზე ნაკლები აქვს გაყიდული? სალაყაია თაღლითობაშია ლიდერი, და არა წარმოებაში.

ბადოგონის ყველა თანამშრომელს სიმშვიდისკენ მოვუწოდებ. ჩვენ ერთად აღვადგენთ სამართლიანობას.

ნუ წამოეგებით სალაყაიასა და მისი თანამზრახველების შანტაჟს. ყველა აქამდე გათავისუფლებული თანამშრომელი ან ისინი, ვისაც სალაყაია ჩვენი სასამართლო განხილვის დროს გაათავისუფლებს, უსიტყვოდ იქნებიან აღდგენილი სამსახურში.

და კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც ადასტურებს ჩემს ინტერესს საწარმოს განვითარებაში. ამ დროისთვის „ბადაგონს“ „გრაკოროსთვის“ დარჩენილი აქვს გადასახდელი ვალი - 5 მილიონი დოლარი.

მე გპირდებით, მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, არ ვაპირებ სასამართლოს გზით ვალის დაბრუნებას და არ ვიქნები კომპანიის გაკოტრების მონაწილე.

ჩვენი კრიზისიდან გამოსვლის გეგმა არ გულისხმობს ქარხნის ალყაშემორტყმულ ტერიტორიაზე ცხოვრებას, და ყველას დარწმუნებას, რომ ირგვლივ ყველა მტერია, ხოლო ერთადერთი მხსნელი ბატონი სალაყაიაა. ზუსტად ასე ხდება ახლა. გარწმუნებთ, ყველაფერი სხვაგვარად იქნება.

ჩვენ ერთად გადავარჩენთ „ბადაგონს“!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42