"საყდრისის კომიტეტი" ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს აუქციონის შეჩერებისკენ მოუწოდებს
საზოგადოება - 15:14, 12 Mar, 2018     1944
"საყდრისის კომიტეტი" ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს აუქციონის შეჩერებისკენ მოუწოდებს.

„2018 წლის 6 მარტს ქონების მართვის ეროვნულმა სააგენტომ იჯარით გადასაცემად ელექტრონულ აუქციონზე წარადგინა 162868.00 კვ.მ. (16.2 ჰექტარი) მიწის ფართობი (საკადასტრო კოდი 82.12.45.415, დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფ. დიდი დმანისი). აღნიშნული ნაკვეთი მდებარეობს იმ ტერიტორიაზე, სადაც ოქროს მომპოვებელი კომპანია "არემჯი გოლდი" სამთო სამუშაოებს აწარმოებს, რაც ცხადყოფს რომ აუქციონს მხოლოდ ერთი მონაწილე ეყოლება. ჩვენს ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ კომპანია "არემჯი გოლდმა" ჯერ კიდევ 2017 წლის ბოლოს მიმართა ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს და აღნიშნული ტერიტორიის იჯარით გადაცემა მოითხოვა, რასაც სასწრაფო წესით, 2018 წლის 26 იანვარს ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს მხრიდან ნაკვეთის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სტატუსით დარეგისტრირება და აუქციონზე გამოტანა მოჰყვა. საყურადღებოა ასევე აუქციონზე გამოტანილი ნაკვეთის იჯარის დაბალი ღირებულება - მხოლოდ 15000 ლარი.

ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს კიდევ ერთი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 82.12.45.380), რომლის პრივატიზებას "არემჯი გოლდი" ასევე სთხოვდა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს, თუმცა იანვარში სოფელ დიდი დმანისის მოსახლეობამ უარი განაცხადა ნაკვეთის კომპანიისთვის გადაცემაზე იმ მიზეზით, რომ "სოფლის არსებობის ძირითადი საშუალება მიწათმოქმედება და მესაქონლეობაა. სოფელს ისედაც მცირე საძოვრები და ასევე მცირე ტყის მასივი აქვს, ამიტომ რაიმე მიწის ნაკვეთის პრივატიზაცია, სოფლის მოსახლეობის მძიმე საარსებო პირობებს კიდევ უფრო უფრო გააუარესებს.“ (სოფ. დიდი დმანისის საერთო კრების ოქმი, 11.01.2018 წ.).

16.2 ჰექტარი მიწის ფართობის აუქციონზე გატანას დმანისის მუნიციპალიტეტის მერია მხოლოდ იმის გამო დათანხმდა, რომ "ტერიტორიით ფაქტობრივად არ სარგებლობენ დმანისის მუნიციპალიტეტის მცხოვრებნი, რადგან აღნიშნული ნაკვეთის მიმდებარედ შპს „არემჯი გოლდი“ აწარმოებს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებით სამუშაოებს და ტერიტორიაზე უცხო პირების შესვლა ფაქტობრივად შეუძლებელია სპეციალური საშვის გარეშე.“ (დმანისის მერის, გიორგი ტატუნაშვილის წერილი 22.02.2018/N07-782).

აღსანიშნავია, რომ დმანისის მერის ეს წერილიც ფაქტობრივად ადასტურებს აუქციონში მხოლოდ ერთი მონაწილის - „არემჯი გოლდის“ არსებობას.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აუქციონზე გატანილი მიწის ნაკვეთზე კომპანია ე.წ. ციანიდის მოედნების გაფართოებას გეგმავს, სადაც მანამდე კომპანიის მხრიდან უკანონო სამუშაოების არაერთი ფაქტი გამოვლინდა („არემჯი გოლდზე“ გაცემული გარემოზე ზემოქმედების N000056 ნებართვით გათვალისწინებული პირობებისა და გარემოს დაცვით სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესრულების მდგომარეობის გეგმიერი შემოწმება-დასკვნა, გვ. 36. გარემოს დაცვის სამინიტრო 29.12.2015-15.03.2016წწ).

ასევე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, "არემჯი გოლდი“ უახლოეს პერიოდში კვლავ აპირებს დამატებით, დაახლოებით 17 ჰექტარი მიწის ფართობის იჯარით აღებას.

ყოველივე ზემოაღნიშნული ხორციელდება იმ ფონზე, როდესაც:

უახლოესი კვლევის თანახმად ("მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი პლატფორმა", 2017 წ.) "არემჯი გოლდის" მიერ საყდრისის საბადოზე საქმიანობის შედეგად ჰაერის, წყლის და ნიადაგის დაბინძურებამ საგანგაშო ნიშნულს გადააჭარბა (ტყვია, კადმიუიმი) და საეჭვოდ გახშირდა ონკოლოგიური და სხვა ტიპის დაავადებები ადგილობრივ მოსახლეობაში;

კომპანიას არ შეუსრულებია არცერთი ნაკისრი ვალდებულება და დღემდე არ ანაზღაურებს მისი საქმიანობის შედეგად გარემოზე მიყენებულ ზიანს (2013 წ. - 29 153 880 ლარი, 2014 წ. – 1 078 188 ლარი, 2016 წ. - გარემოზე მიყენებული ზიანი დაუზუსტებელი ინფორმაციით მილიარდ ლარს აჭარბებს, თუმცა გარემოს დაცვის სამინისტრო დათვლას დღემდე „ვერ ახერხებს“);

ე.წ. ციანიდის მოედნების გაფართოებისთვის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმტი შენიშვნებით უკან დაუბრუნდა კომპანიას.

აქედან გამომდინარე, დაუშვებლად მიგვაჩნია „არემჯი გოლდზე“ დამატებითი ტერიტორიების იჯარით გადაცემა, რადგან კომპანიის საქმიანობის თუნდაც ერთი ჰექტრით გაფართოება ნიშნავს დაბინძურების ახალი წყაროს გაჩენას და კიდევ უფრო მეტ დაავადებულ ადამიანს.

მივმართავთ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აუქციონიდან მოხსნას ან უარეს შემთხვევაში შეაჩეროს 16.2 ჰექტარი მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემა.

ამასთან, „საყდრისის კომიტეტი“ მოვუწოდებთ საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას, მეტი ყურადღება გამოიჩინონ აღნიშნული პრობლემების მიმართ და აქტიურად ჩაერთონ პროცესებში" - აღნიშნულია "საყდრისის კომიტეტის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42