დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, ზურაბ იარაჯულის დაბადების დღეა
საზოგადოება - 13:19, 12 Mar, 2018     4476
12 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის, ზურაბ იარაჯულის დაბადების დღეა



„მე მტერს ტყვედ არასდროს ჩავბარდები...“ - ზურაბ იარაჯული

1993 წლის 13 ივლისი იყო. აფხაზეთში ცეცხლის ალში გახვეული სოფელი შრომის მოსახლეობა იმედის თვალით შეჰყურებდა ქართულ ავიაციას, რომელიც გაშმაგებით უტევდა მტერს და მის პოზიციებს დიდი სიზუსტით ბომბავდა. მოულოდნელად ბომბორას აეროპორტიდან სითბური რაკეტის გასროლის ხმა გაისმა. ქართული მოიერიშე სუ-25 ცეცხლის ალში გაეხვა. თვითმფრინავი ჯერ ზღვისკენ წავიდა, მალევე შემობრუნდა და მტრის პოზიციებზე კატასტროფა განიცადა. მაშინ არავინ იცოდა, რომ ამ თვითმფრინავს ეროვნული გმირი ზურაბ იარაჯული მართავდა.

ზურაბ იარაჯული 1972 წლის 12 მარტს თბილისში დაიბადა. აბესალომ იარაჯულის ოჯახში, უფროსი დის შემდეგ, ის პირველი ვაჟი იყო. ზურა ბავშვობიდან წყნარი, მორიდებული ბავშვი იყო. სკოლაში განსაკუთრებით ტექნიკური საგნები აინტერესებდა. მალე თვითმფრინავები შეუყვარდა, ხელნაკეთ თვითმფრინავებს აწყობდა და პილოტობაზე ოცნებობდა. ლია იარაჯული-ჩიქოვანი, ზურაბის და იხსენებს: „ძალიან უყვარდა ფიზიკა, მათემატიკა. აწყობდა თვითმფრინავებს. სოფელში როდესაც მივდიოდით, მანქანაში წნევის ცვალებადობას აკვირდებოდა და ამით ყველას გვაოცებდა. ზურა მაშინ 14 წლის იყო“.

მერვე კლასში ზურაბი აეროკლუბში გაწევრიანდა და ბოლნისში თვითმფრინავებს პირველად გაეცნო. კლუბიდან ზურა ფრენებზე ხშირად დადიოდა და ამან მისი მიზნების ჩამოყალიბებაში ფაქტობრივად გადამწყვეტი როლი შეასრულა. მამა აბესალომ იარაჯული საავიაციო ქარხანაში მუშაობდა და სამხედრო მოსამსახურე იყო. მიუხედავად ამისა, აბესალომმა ვერ შეამჩნია, რომ მისი შვილი ზურაბი სკოლის დამთავრების შემდეგ საავიაციო სასწავლებლებს ეძებდა და ოჯახისგან მალულად გამოცდებიც ჩააბარა. მისაღები გამოცდების სამედიცინო კომისიაზე, თავდაპირველად, ზურაბის კარდიოგრამა დამაკმაყოფილებელი არ ყოფილა. ეს ფაქტი იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა, რომ მომავალი პილოტი არ შეეგუა და ჯანმრთელობის შემოწმება თავიდან გაიარა. 1988 წელს, ამჯერად უკვე ნორმატივების შესაბამისი კარდიოგრამით, ზურაბი რუსეთში კაჩას უმაღლეს სამხედრო-საფრენოსნო სასწავლებელში ჩაირიცხა.

ზურაბს საავიაციო სასწავლებელში დიდ პატივს სცემდნენ. ცდილობდა მაქსიმალურად მიეღო ის განათლება, რასაც სასწავლებელი სთავაზობდა.
ზვიად ბექაური თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი: „ძალიან პატრიოტი და მონდომებული ბიჭი იყო ზურა. ერთხელ ერთ-ერთი სასწავლო ამოცანის შესრულების დროს საფრენი აპარატით ის მანევრები გააკეთა, რომელსაც აღნიშნული ამოცანა არ ითვალისწინებდა. ასეთი ინდივიდუალური გადაწყვეტილების გამო კურსანტებს სასწავლებლიდან უშვებდნენ. ზურაბის ეს ქმედება სასწავლებლის ხელმძღვანელობის საგანგებო სხდომამ განიხილა და მიუხედავად მოლოდინებისა, ზურა სასწავლებელში დატოვეს. დატოვეს, რადგან თითოეული საავიაციო მანევრი მაქსიმალურად სიზუსტით, უსაფრთხოდ და სააავიაციო საქმის სიყვარულით გააკეთა.“

ზურაბის საავიაციო სასწავლებელში ყოფნის დროს საქართველოში ეროვნული მოძრაობა აქტიურ ფაზაში შევიდა. ქართველ კურსანტებს რუსეთში ნაკლები ინფორმაცია ჰქონდათ, თუ რა ხდებოდა სამშობლოში. ზურაბ იარაჯული ამ დროსაც სამშობლოზე და თავისუფლებაზე ოცნებობდა.
ზვიად ბექაური თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი: „საავიაციო სასწავლებლის კურსანტებს შესაძლებლობა გვქონდა ღამით სამეცადინოდ ავმდგარიყავით. ეს გამონაკლისი იყო ჩვენთვის, რადგან როდესაც სამხედრო დანაყოფში ძილის დრო ცხადდება, არავის აქვს ადგომის უფლება. ღამით მეცადინეობების დროს ზურამ საქართელოს რუკა დახატა. რუკაზე თითოეულ კუთხეს შესაბამისი ბუნებრივი რესურსი მიახატა და მითხრა - „საქართველოს დამოუკიდებლად შეუძლია არსებობა, ჩვენ დამოუკიდებლად უნდა ვიცხოვროთო“. ეს იყო ძალიან მოულოდნელი იმ დროისთვის, რადგან ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი იყო და ჩვენ რუსეთში ვსწავლობდით“.

1989 წლის 9 აპილის ტრაგედია ზურამ ძალიან მტკივნეულად განიცადა. სამშობლოს სიყვარულით გულანთებული ზურა რუსეთში ვეღარ ჩერდებოდა და ოჯახს აფრთხილებდა, რომ მალე საქართველოში დაბრუნდებოდა. 1992 წელს ის საქართველოში მართლაც დაბრუნდა. დაბრუნების შემდეგ ზურაბ იარაჯულმა სუ-25 მოიერიშე თვითმფინავებზე გადამზადება გაიარა და კოპიტნარში პილოტად დაინიშნა.
ამ დროს აფხაზეთის ომი დაიწყო. 22 წლის ზურაბ იარაჯულმა 44 საბრძოლო გაფრენა განახორციელა და ქვეყნის ერთიანობის დასაცავად საკუთარი მოიერიშე სუ-25-ით არაერთი წარმატებული ოპერაცია ჩაატარა. 1993 წლის 13 ივლისს სოფელი შრომა მტრის ცეცხლის ქვეშ მოექცა. ქართული სოფელი რუსული სამხედრო შენაერთებისგან უმოწყალოდ იბომბებოდა. საჭირო იყო სწრაფი და ეფექტური ქმედება. ამ დღეს ზურამ ერთი გაფრენა წარმატებით განახორციელა. მისმა ზუსტმა ქმედებამ საქართველოში შემოჭრილ მტერს უკან დაახევინა. თუმცა, მალევე შემოდის ინფორმაცია, რომ საჭიროა კვლავ მოქმედება. ზურაბ იარაჯული კოპიტნარიდან შევსებული შეიარაღებით აფრინდა. ეს მისი ბოლო, 45-ე საბრძოლო მისია აღმოჩნდა.
ზურა იარაჯულის სუ-25 მოიერიშეს რუსი სამხედრობის მიერ გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექს „იგლადან“ გაშვებული სითბური რაკეტა მოხვდა. ცეცხლმოკიდებული სუ-25-დან ზურა იარაჯული პარაშუტით გადმოხტა. ქარმა პარაშუტი მოწინაღმდეგის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე წაიღო. სამი დღის განმავლობაში კატაპულტირებული პილოტი მტრის ზურგიდან ფრონტის ხაზის გადაკვეთას და სამშობლოში დაბრუნებას ცდილობდა. მოწინააღმდეგესაც შეუმჩნევია, რომ პილოტი ცოცხალი გადარჩა და მასზე გამალებული ნადირობა დაიწყეს.
მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ გუმისთის ტყეში აფხაზ სეპარატისტებს და ჩეჩენ მებრძოლებს ზურა იარაჯული ალყაში მოუქცევიათ. ზურას დანებება შესთავაზეს. სავარაუდოდ, დატყვევებულ პილოტს ტყვეთა გაცვლის პროცესში გამოიყენებდნენ - ამას დაპირდნენ კიდეც. ზურამ ტყვეობაზე უარი გთქვა. მეტიც, მან მტერს მედგარი წინააღმდეგბა გაუწია და ორი მოწინააღმდეგე მოკლა, ერთი მებრძოლი დაჭრა. ასე გმირულად დაიღუპა კაპიტანი იარაჯული.

ზვიად ბექაური: „მე მტერს ტყვედ არასდროს ჩავბარდები...“ - ეს ფრაზა მითხრა ერთხელ კოპიტნარში. ისიც დაამატა, რომ სანამ მომკლავენ, რამდენიმეს ხომ მაინც გავიყოლებო. ზურამ ეს სიტყვები ერთი-ერთში აასრულა...“
1993 წლის 27 ივლისს ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ზურას მამამ გმირი შვილი საქართველოში ჩამოასვენა. პილოტი, რომელმაც მტერთან ტყვედ ჩავარდნას გმირული სიკვდილი არჩია, 2013 წელს ეროვნულ გმირად აღიარეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42