მთის კურორტების განვითარების კომპანიის ადმინისტრაციის ცნობით, გუდაურში საბაგიროები შეფერხებით მუშაობს.
გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი მწყობრიდან გამოსული ელექტროსისტემაა.
"მოგახსენებთ, რომ დღეს დილის 9 საათზე კურორტ გუდაურში, მწყობრიდან გამოვიდა საბაგიროებისთვის განკუთვნილი ელექტრო სისტემა. აღნიშნული ავარიის გამო, კურორტზე საბაგიროს მუშაობა დროებით შეჩერდა. მიმდინარეობს ავარიის გამომწვევი მიზეზების დადგენა და აღმოფხვრა.
მ ეტაპისთვის ჩართულია ,,სოლიკო’’ ,,ზუმა’’ და ,,პირველი" საბაგიროები. აღნიშნული საბაგიროებით მგზავრობა უფასოა.
იმედს ვიტოვებთ, რომ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ხვალისთვის სრულად აღდგება საბაგიროების მუშაობა.
დღეს შეძენილი ბილეთების თანხა სრულად ანაზღაურდება.
კიდევ ერთხელ, ბოდიშს გიხდით შექმნილი მდგომარეობის გამო" - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






