ჩუღურეთის რაიონში ტრადიციული მარათონი - „ჩემი გაზაფხული“ გაიმართა. მარათონი რაიონის გამგებლის ზურაბ ჩიკვილაძის ინიციატივით, უკვე მეოთხე წელია ტარდება. შეჯიბრმა სტარტი დავით აღმაშენებლის გამზირის N82-დან აიღო და განახლებულ აღმაშენებელზე დასრულდა.
ღონისძიებაში ჩუღურეთის რაიონის 14 სკოლის 140 მოსწავლე მონაწილებდა. მარათონში ასევე, მონაწილეობა მიიღეს ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ, პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატებმა და ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობამ.
მარათონის დაწყებამდე გარბენში შეჯიბრი მოეწყო, რომელშიც ჩუღურეთის რაიონის სკოლის მოსწავლეებმა და გამგეობის თანამშრომლებმაც მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება განახლებულ აღმაშენებელზე მოწყობილ სცენაზე გამარჯვებულთა დაჯილდოებით, ფლეშმობითა და ფოიერვერკით დასრულდა.
მარათონი „ჩემი გაზაფხული“ პირველად, 2015 წლის გაზაფხულზე ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები






