"ბათუმელების" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზ. N40-ში მდებარე საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი შენობა და მიწის ნაკვეთი პირობებიან აუქციონზე 1 მილიონ 755 ათას ლარად გაიყიდა. ვინ იყიდა აღნიშნული შენობა, 12 მარტს გაირკვევა.
1128 კვ/მ მიწის ნაკვეთისა და 664,8 კვ/მ შენობა 1 მილიონ 735 ათასი ლარად გაიყიდა.
გაყიდული შენობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ელექტრონული აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველს ევალება:
"საბოლოო საპრივატიზებო საფასურის გადახდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში;
ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 2 თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე [ძეგლის] მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით შესაბამის ორგანოსთან გაფორმებული ხელშეკრულების წარდგენა სამინისტროში;
ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში საზოგადოებრივი კვების ობიექტისათვის საჭირო შენობა-ნაგებობის სარემონტო სამუშაოების დაწყება, 24 თვის ვადაში დასრულება, ამოქმედება და ამოქმედებიდან არანაკლებ საქართველოს 25 მოქალაქის დასაქმება [პროფილის ვადით];
აღნიშნულ პროექტში 24 თვის ვადაში არანაკლებ 1 500 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება;
საზოგადოებრივი კვების ობიექტის ამოქმედებიდან არანაკლებ 20 წლის ვადით პროფილის შენარჩუნება;
აკრძალულია საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე [ძეგლზე] რაიმე სამუშაოების ჩატარება [შენობის ფართობის, მოცულობის და სიმაღლის გაზრდა] „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შესაბამისი ნებართვისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანხმობის გარეშე."
მასალის გამოყენების პირობები






