რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურში, ბორჯღალოსნები რუსეთს დაუპირისპირდებიან.
შეხვედრა კრასნოდარში გაიმართება და მატჩი დღეს, საქართველოს დროით 16:00 საათზე დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ წელს მოედანზე პირველად ვიხილავთ მერაბ კვირიკაშვილს, რომლისთვისაც ეს 109-ე სანაკრებო თამაში იქნება.
ქართველ მორაგბეებს რუსებთან უკვე 20 წელია, არ წაუგიათ.
მატჩისთვის გუნდის შემადგენლობა ასეთია:
ძირითადი:
1. კახა ასიეშვილი 2. შალვა მამუკაშვილი 3. ანტონ ფეიქრიშვილი
4. გიორგი ნემსაძე (კ) 5. ნოდარ ჭეიშვილი
6. გიორგი თხილაიშვილი 7. ვიტო კოლელიშვილი
8. ლაშა ლომიძე
9. ვასილ ლობჟანიძე 10. ლაშა ხმალაძე
12. გიორგი კვესელაძე 13. დავით კაჭარავა
14. ანზორ სიჭინავა 11. სოსო მათიაშვილი
15. მერაბ კვირიკაშვილი
მარქაფა:
16. ბადრი ალხაზაშვილი; 17. კახა ასიეშვილი; 18. გიორგი მელიქიძე; 19. შალვა სუთიაშვილი; 20. მიხეილ გაჩეჩილაძე; 21. გელა აფრასიძე; 22. ლაშა მალაღურაძე; 23. გიორგი კოშაძე.
მასალის გამოყენების პირობები