თსუ-მ 20 პარტნიორი კომპანია დააჯილდოვა
საზოგადოება - 17:50, 09 Mar, 2018     1920
სტუდენტთა სტაჟირებისა და დასაქმების ხელშეწყობისთვის ოცი პარტნიორი კომპანია დააჯილდოვა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე, პროფესორი ალექსანდრე ცისკარიძე, პროფესორები, სტუდენტები კერძო და საჯარო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

უნივერსიტეტის წინაშე გაწეული ღვაწლისა და თანადგომისთვის მადლობის სიგელები იმ კომპანიების წარმომადგენლებს გადაეცათ, სადაც თსუ სტუდენტები არიან დასაქმებულები, გადიან პრაქტიკასა და სტაჟირებას. ღონისძიება თსუ 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

თსუ რექტორის მოადგილის ალექსანდრე ცისკარიძის თქმით, უნივერსიტეტსა და დამსაქმებლებს შორის თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლოა, როგორც სტუდენტებისთვის, რომლებიც საწარმოო პრაქტიკას გადიან წარმატებულ კომპანიებში, ასევე, დამსაქმებლებისთვის, რომლებიც სტუდენტებს მომავალ პროფესიონალებად ზრდიან. „სტუდენტები იძენენ ახალ უნარ-ჩვევებს, რომელიც მათ პროფესიულ საქმიანობაში სჭირდებათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრი მიმართულების სასწავლო პროგრამის შემადგენელი ნაწილია. მეორე მხრივ, ის ახალი ხედვები, ახალი იდეები, რომლებიც ჩვენ სტუდენტებს აქვთ ხშირად ამ კომპანიების წარმატების საწინდარი ხდება. უნივერსიტეტი ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს ურთიერთობა კიდევ უფრო პროდუქტიული და საინტერესო იყოს, როგორც სტუდენტებისთვის ისე დამსაქმებლებისთვის,“ - აღნიშნა ალექსანდრე ცისკარიძემ.

ქიმიის მიმართულების ბაკალავრიატის მე-8 სემესტრის სტუდენტები პრაქტიკის პერიოდში ეცნობიან საწარმოს ისტორიას, ტექნოლოგიურ პროცესებს, წარმოების პროდუქტებს, უსაფრთხოების წესებსა და ეთიკის ნორმებს.

თსუ სტუდენტის მარიამ ჩეჩელაშვილის თქმით, საწარმოო პრაქტიკა მას აძლევს შესაძლებლობას უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენოს. „საწარმოო პრაქტიკა იმის საფუძველია, რომ უშუალოდ მივიღოთ მონაწილეობა ყველა პროცესში და მიღებული უნარ-ჩვევები და გაღრმავებული ცოდნა ჩვენი მომავლისთვის გამოვიყენოთ და საჭირო პროფესიებს დავეუფლოთ,“ - აღნიშნა თსუ სტუდენტმა.

ბოლო სამი წლის განმავლობაში ქიმიის მიმართულების 40-მდე კურსდამთავრებული დასაქმდა პარტნიორ კომპანიებსა და სააგენტოებში: „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია“, გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო, კომპანია „ავერსი“, შპს „ჯორჯიან ვოთერს ენდ ფაუერი“, ქართული ლუდის კომპანია „ზედაზენი“, შპს „ჰენკელ ბილდინგ ქემიკალს ჯორჯია“, რძის პროდუქტების კომპანია „მილკო ფუდი“, შპს დგ „კონსალტინგი“, კომპანია RMG, შპს „გამა“, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, შპს „ბიოსიო“ - პარფიუმერული კომპანია, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო. შპს „გსქ კულა”, მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრი, სამხედრო-სამრეწველო ცენტი „დელტა“, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის განყოფილება, კომპანია „გლობალ ბიერ ჯორჯია“, სოფლის მეურნეობის ლაბორატორია. აღნიშნულ კომპანიებში სტაჟირება თსუ ასობით სტუდენტმა გაიარა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42