ნაძალადევის რაიონში ქალთა ველორბოლა გაიმართა
საზოგადოება - 18:34, 08 Mar, 2018     1433
ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ნაძალადევის რაიონში ველორბოლა გაიმართა. სპორტულ ღონისძიებაში სხვადასხვა ასაკის 50-მდე მოხალისე ქალბატონმა მიიღო მონაწილეობა.

მონაწილეებმა სტარტი გურამიშვილის გამზირზე მდებარე ტექნიკური უნივერსიტეტის შენობიდან აიღეს და ველორბოლა ნაძალადევის რაიონის გამგეობის შენობასთან დაასრულეს.

8 მარტი ქალებს ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა მიხეილ ამაშუკელმა მიულოცეს. გამგებელმა და საკრებულოს წევრმა მათ სამახსოვრო პრიზებიც გადასცეს.

„ქალბატონებს ვულოცავ 8 მარტს, ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და კეთილდღეობას ვუსურვებ. მიხარია, რომ გამგეობის ორგანიზებულ სპორტულ ღონისძიებაში ყველა ასაკის ქალმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, სკოლის მოსწავლეებმაც. რაც უფრო მეტი სპორტული აქტივობა გვექნება, მით უფრო ხელს შევუწყობთ ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ ფორმით მიგველოცა ქალებისთვის 8 მარტი“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

ველორბოლის დასრულების შემდეგ, ქალბატონებისთვის მომღერალმა გიორგი სუხიტაშვილმა რამდენიმე სიმღერა შეასრულა. ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიება ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით გაიმართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42