ქალთა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში სარვამარტო ღონისძიება გაიმართა
საზოგადოება - 12:57, 08 Mar, 2018     1400
ქალთა საერთაშორისო დღის, 8 მარტის დღესასწაულთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 პენიტენციურ დაწესებულებას წიგნების მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსის“ წარმომადგენლები ესტუმრნენ და ლიტერატურული საღამო გამართეს.

მსჯავრდებულებს კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებული შორენა ხუხუა, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, მწერალი ვახტანგ მოსიაშვილი შეხვდნენ და ლიტერატურაზე ესაუბრნენ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ბიბლუსის წარმომადგენელი თინათინ ფეიქრიშვილი.

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის განცხადებით, წიგნი ააჩქარებს იმ დროს, რაც მსჯავრდებულებს ციხეში აქვთ გასატარებელი.

„მსჯავრდებულებთან სტუმრად მწერლები მოვიყვანეთ და მათ საჩუქრად წიგნები გადავეცით. პენიტენციურ დაწესებულებაში ადამიანს წიგნის კითხვისა და ფიქრის მეტი დრო აქვს. იმედია, საჩუქრად მოტანილი ლიტერატურა მათ ციხეში ყოფნის პერიოდს შეუმსუბუქებს“, - განაცხადა „ბიბლუსის“ წარმომადგენელმა თინათინ ფეიქრიშვილმა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო პენიტენციურ დაწესებულებებში კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს, რაც მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას უწყობს ხელს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42