„მინდა გამოვეხმაურო უმაღლესი განათლების შესახებ იმ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც მთავრობამ წარმოადგინა. აღნიშნული ცვლილებები ეხმიანება საქართველოს საკანონმდებლო სივრცის ჰარმონიზაციას ევროპულ სივრცესთან“, -აღნიშნა მარიამ ჯაშმა.
მან რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოყო, რომელიც მისივე მოსაზრებით, განსაკუთრებით საყურადღებოა მოსწავლეების, აბიტურიენტებისა თუ სტუნდენტებისთვის.
„მოგეხსენებათ, რომ განახლებული მეთოდოლოგიით მიმდინარეობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესი. წელს 28 უმაღლესი სასწავლებელი გაივლის ხელახალ ავტორიზაციას. ეს არ იქნება მარტივი პროცესი, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს იქნება აბსოლუტურად ობიექტური პროცესი და ხარისხის კომპრომისი არავითარ შემთხვევაში არ იქნება დაშვებული. ავტორიზაციის პროცესი არის უნიკალური შანსი, რომ საქართველოში მიღებულ უმაღლეს განათლებას ჰქონდეს ხარისხის შტამპი, ის შტამპი, რომელიც იქნება ჩვენი შვილების განათლებისა და ცოდნის დამადასტურებელი და, ასევე, საერთაშორისო დონეზე აღიარების ინსტრუმენტი“, -განაცხადა მარიამ ჯაშმა. ამასთან დაკავშირებით, მან ყურადღება გაამახვილა იმ ცვლილებებზე, რომელიც უახლოეს პერიოდში განხორციელდება უმაღლესი განათლების საკანონმდებლო სივრცეში.
მასალის გამოყენების პირობები