ირაკლი ტაბაღუამ 8 მარტი დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს და რიგით გამვლელებს მიულოცა
საზოგადოება - 10:00, 08 Mar, 2018     1176
ირაკლი ტაბაღუამ ქალთა დღის დილა, დასუფთავების სამსახურში მომუშავე ქალბატონებისთვის დღესასწაულის მილოცვით დაიწყო. რუსთავის მერმა, მოადგილეებთან დავით კეკელიძესთან, ბესიკ ტოგონიძესთან, ასევე საკრებულოს დეპუტატ ამირან ჯანჯღავასთან ერთად, დილიდან ქალაქის ქუჩები მოიარა და დასუფთავების თანამშრომელ და შემხვედრ ქალბატონებს ყვავილების თაიგულები მიართვა.


ქალთა საერთაშორისო დღეს, რუსთავში მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება, მათ შორის, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის დრამატული თეატრის ფოიეში 14:00 საათზე, რუსთაველი ქალბატონების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა სახელწოდებით - „რუსთაველია და გავიცნოთ“ გაიხსნება. გამოფენაზე 12 ქალბატონის მიერ შექმნილი ხელნაკეთი დეკორატიული ნივთები, აქსესუარები და სამკაულები იქნება წარმოდგენილი.

16:00 საათზე, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში, მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლი „კაცები“ გაიმართება. სპექტაკლზე დასასწრებად, რუსთავის მერიამ სხვადასხვა პროფესიის ქალბატონები მიიწვია. რამდენიმე მათგანი კი, მათ შორის ტაქსის მძღოლად მომუშავე ქალბატონები, რუსთავის მერმა პირადად დაპატიჟა თეატრში და სპექტაკლის ბილეთები გადასცა.

დღესვე რუსთაველი ქალბატონებისათვის 8 მარტთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება. ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ ,, სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის" ორგანიზებით ტარდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42