ეროვნული ბიბლიოთეკის ესეების კონკურსი „წიგნიერი" თიბისი ბანკის მხარდაჭერით წელს რეგიონებშიც ჩატარდება
საზოგადოება - 12:26, 07 Mar, 2018     1526
23 აპრილს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტი „წიგნიერი“ წელს უკვე მეოთხედ ჩატარდება და ელექტრონული წიგნების სახლის “საბა” და თიბისი ბანკის მხარდაჭერით პირველად გასცდება თბილისის ფარგლებს.

კონკურსში, რომლის მიზანი სკოლის მოსწავლეებში კითხვის პოპულარიზაციაა, X და XI კლასის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას. მათ, სამი შერჩეული ცნობილი ნაწარმოების მიხედვით, კონკურსის დღეს, ესეს დაწერა დაევალებათ.

წელს კონკურსისთვის სამი ნაწარმოები ; კნუტ ჰამსუნის „შიმშილი“, ალბერ კამიუს „დაცემა“, და გურამ რჩეულიშვილის „შპილკა“ შეირჩა.

მოსწავლეებმა აღნიშნული წიგნები წინასწარ უნდა წაიკითხონ. ესეს სათაური კონკურსანტებისთვის წერის დღეს გახდება ცნობილი.

„წიგნიერს“, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად, წელს ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“ წარმოადგენს, რომელიც სამ გამარჯვებულს ელექტრონული წიგნებით დაასაჩუქრებს, ასევე მათ ტექსტებს წიგნის სახით გამოაქვეყნებს saba.com.ge-ზე. „საბას“ რამოდენიმე ნომინანტი ასევე იქნება კონკურსის ჟიურის წევრი. თიბისი ბანკის მხარდაჭერით კონკურსი პირველად ასევე რეგიონებში - ქუთაისსა და ამბლორაულში ჩატარდება. მასში მონაწილეობის მიღების საშუალება ექნება ნებისმიერ მსურველს , რომელიც კონკურსის პირობებს დააკმაყოფილებს.

კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა მსურველებმა 16 აპრილამდე შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა. დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დარეკონ ნომერზე 032 2971618 ან მიწერონ ეროვნული ბიბლიოთეკის facebook გვერდს

ესეების კონკურსი ჩატარდება:

ა) თბილისი - საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკა (ლადო გუდიაშვილის 7)

ბ) ქუთაისი - ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკა (ლილი ნუცუბიძის 1)

გ) ამბროლაური - მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკა (მერაბ კოსტავას 32)

კონკურსანტი თავად ირჩევს კონკურსში მონაწილეობის ადგილს.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან საზეიმო ღონისძიებაზე 15 მაისს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42