2013 წლის მეორე კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 1,3 პროცენტი, ხოლო 2013 წლის პირველი ექვსი თვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 1,8 პროცენტი შეადგინა.
სტატისტიკის სამსახურში განამრტავენ, რომ აღნიშნული შეფასებები არის საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკა, რომელიც მიხედვიაც შესაძლებელია წინასწარი ოპერატიული მონაცემების მიღება. რაც შეეხება სფეროებს, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასებები კეთდება წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით.
,,შესაბამისად, რეალური კვარტალური გაანგარიშებები შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს წინასწარი შეფასებისგან", - განმარტავენ "საქსტატში".
გარდა ამისა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს.
მასალის გამოყენების პირობები






