21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება. უკვე მრავალი წელია ჭრელი წინდები სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა, წინდას ქრომოსომის ფორმა აქვს, 21-ე ქრომოსომის გასამება კი დაუნის სინდრომის გამომწვევი მიზეზია.
საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია წელს უკვე მე7 უერთდება მსოფლიო კამპანიას რომლის სლოგანია: “რას ვმატებ საზოგადოებას”. მის მიზანს კი წარმოადგენს დაუნის სინდრომის მქონე პირთა მხარდაჭერა ცხოვრების ყველა ეტაპზე.მხარდამჭერ კამპანიაში ჩართვა თითოეულ თქვენთაგანს შეუძლია, ამისათვის უნდა შეიძინოთ კამპანიისთვის დამზადებული ჭრელი წინდები წარწერით #წინდამინდა, გადაიღოთ ფოტო ან ვიდეო და გააზიაროთ სოციალურ ქსელებში ჰეშთეგით #წინდამინდა. წინდების შეძენა სუპერმარკეტების ქსელ ნიკორაში და სოციალურ საწარმო ბაბალეში 10 ლარადაა შესაძლებელი. ჩაერთე კამპანიაში, შეიტანე შენი წვლილი დაუნის სინდრომის მქონე პირთა მხარდასაჭერად.
საქართველოს დაუნის ასოციაციამ მიმდინარე წელს წამოიწყო პროექტი – “გიგოს ფონდი”, რომლის სახე ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიგო შიუკაშვილია. ფონდის მიზანს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა სამედიცინო, სოციალური მხარდაჭერა და ზრდასრულთა დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენს. კამპანიის ფარგლებში შემოსული თანხა გადაირიცხება ფონდის ანგარიშზე.
ფონდის ანგარიშია: GE02TB7961336080100008
მასალის გამოყენების პირობები






