ზურაბ ჯაფარიძე: ქვეყნის ეკონომიკას სტაბილურობის განცდა აკლია და ეს დიდი პრობლემაა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:59, 31 Jul, 2013     1054

როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრი , ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, ახალი ხელისუფლების პირობებში, პირველ 6 თვეში ეკონომიკის ზრდამ შეადგენა 1,8 %-ს, მაგრამ ბოლო თვის ტენდენცია საერთო კლებაა.

 

,,ნიუპოსტი" ამ და სხვა ეკონომიკურ საკითხებზე ზურა ჯაფარიძეს ესაუბრა:

 

,,მინუსში წასვლა, ზოგადად, ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ეკონომიკის მაჩვენებელი, ნაცვლად იმისა, რომ გაიზარდოს, პირიქით იკლებს. ანუ აქამდე ჩვენ თუ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი შემცირდა, ახლა უკვე ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენი ეკონომიკა მცირდება ნაცვლად იმისა, რომ გაიზარდოს. ეს არის შემაშფოთებელი სიახლე, იმიტომ რომ მსგავსი ტენდენცია დაფიქსირდა საქართველოში, მხოლოდ 2008 წლის ომისა და მსოფლიო ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, ისიც ძალიან სწრაფად გამოვასწორეთ.

 

მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს, რომ დღეს საქართველოს ეკონომიკაში, იმის მაგივრად, რომ იქმნებოდეს ახალი სამუშაო ადგილები, პირიქით, რა სამუშაო ადგილებიც არსებობს, ძალიან სწრაფი ტემპით ქრება. საბოლოო ჯამში, ყველაზე ცუდი არის ის, რომ ჩვენ ამით შევდივართ ერთგვარ ნეგატიურ სპირალში, რაც გულისხმობს იმას, რომ ეკონომიკის კლებასთან ერთად შემცირდება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები, რისი დამადასტურებელი ინფორმაციაც უკვე არის გამოქვეყნებული ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე;

 

ეს ნიშნავს იმას, რომ საბოლოო ჯამში, უფრო გაუარესდება ჩვენი ქვეყნის მაკრო-ეკონომიკური პარამეტრები, მოგვიწევს ვალის აღება, ჩვენი საბიუჯეტო დეფიციტი გაიზრდება დ ა.შ. ეს თავისთავად ნიშნავს, რომ ჩვენი სახელმწიფოს პოზიციები გაუარესდება და ეს გამოიწვევს იმას, რომ საქართველოში შემოვა სულ უფრო და უფრო ნაკლები ინვესტიცია", - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე "ნიუპოსტთან" საუბარში.

 

საპარლამენტო უმცირესობის ერთერთი წევრი და "ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერისის მონაწილე, რომელიც დავით ბაქრაძის შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა, აცხადებს, რომ მთავრობის მიერ მოფიქრებული "ახალი არგუმენტები" გაუარესებული ეკონომიკური მაჩვენებლისთვის რაიმე ფორმით ახსნის მოსაძებნად და იმ ქვეყნების მოტანა მაგალითებად, სადაც ეკონომიკის მაჩვენებლის მუდმივი კლებაა, ამაო შრომაა:

 

"... თავიდან იყო სუბარი იმაზე, რომ საერთოდ არავითარი პრობლემა არ არსებობდა ეკონომიკაში და ამ ყველაფერს "ნაციონალური მოძრაობა" იგონებდა, მერე მოუწიათ ამის აღიარება, მაგრამ აბრალებდნენ "ნაციონალური მოძრაობის" რაღაც ძველ პოლიტიკას, რომ ვითომ ბიზნესი გამოწურულიაო, წინასწარ არის რაღაც გადახდები გაკეთებული და ამის გამო ბიზნესი ვეღარ ფუნქციონირებსო, მერე თქვეს, რომ ბიზნესი, ზოგადად, საქართველოში ზარმაციაო და ა.შ.

 

გამუდმებით, ყოველი თვის ბოლოს, როდესაც ქვეყნდება ახალი სტატისტიკა, მათ უწევთ რაღაც ახალი არგუმენტების მოფიქრება, რათა არ თქვან, რომ ქვეყანა სინამდვილეში ჩავარდნილია ასეთ ცუდ მდგომარეობაში. მსოფლიოში 200-ზე მეტი სახელმწიფოა და რომელიმე ქვეყანაში მუდმივად ხან კლებაა და ხან ზრდა, თუ ავარჩევთ ისეთ სახელმწიფოებს, სადაც კლება არის და იმათ შევედრებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სადღაც რაღაც არის გაუარესებული და არ უნდა გაგვკვირვებოდა, რომ ჩვენთანაც გაუარესდა მდგომარეობა, ეს არის ძალიან სასაცილო არგუმენტი. მდგომარეობა გაუარესებულია იმიტომ, რომ დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს გააზრებული, ერთის მხრივ, პოლიტიკა: საით უნდა წაიყვანოს ზოგადად ქვეყანა და, მათ შორის, როგორი უნდა იყოს ეკონომიკური პოლიტიკა, არც ეს იციან.

 

მეორე არის ურთიერთგამომრიცხავი და უპასუხისმგებლო განცხადებები, ასევე საკანონმდებლო ინიციატივები მთავრობის სხვადასხვა წარმომადგენლების მხრიდან საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ქმნის სერიოზული არასტაბილურობის განცდას ქვეყანაში და სწორედ სტაბილურობის განცდა არის ის, რაც აკლია დღეს ქართულ ეკონომიკას, საქართველოში დღეს ბიზნესები ერიდებიან კაპიტალის ინვესტირებას, სწორედ იმის გამო, რომ მათ წარმოდგენა არა აქვთ საქართველში რა ტიპის ეკონომიკური გარემო იქნება. აი, ეს არის მთავარი პრობლემა", - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე "ნიუპოსტთან" ინტერვიუში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42