საქსტატმა ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის შედეგების პრეზენტაცია გააკეთა
საზოგადოება - 12:49, 06 Mar, 2018     1565
დღეს ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. ახალი კვლევის შედეგები საზოგადოებას სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ წარედგინა. ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქსტატის ერთობლივი ძალისხმევითა და ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა პროექტის ფარგლებში „ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა“.

კვლევის შედეგად, 2009 წლის შემდეგ პირველად განხორციელდა ეროვნული მასშტაბის მონაცემების მოპოვება ქალთა მიმართ ძალადობის, მათ შორის ოჯახში ძალადობისა და სექსუალური ძალადობის შესახებ, ასევე ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და აღქმების შესახებ. პირველად საქართველოში, კვლევამ ასევე შეისწავლა სექსუალური შევიწროებისა და ადევნების საკითხები ეროვნული მასშტაბით.

კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. კვლევა მოიცავდა რაოდენობრივ და ხარისხობრივ კომპონენტებს. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 15-64 წლის 6006 ქალი და 15-64 წლის 1601 კაცი, ხოლო ხარისხობრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა 15 ექსპერტული ინტერვიუ, 12 ჩაღრმავებული ინტერვიუ და 20 ფოკუს ჯგუფების დისკუსია.

კვლევის შედეგები ავსებს იმ ვაკუუმს, რომელიც საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებულ მონაცემებში აქამდე არსებობდა და წარმოადგენს დროულ, საბაზისო მონაცემებს ნაციონალიზებული მდგრადი განვითარების მიზნების ინდიკატორებისთვის. კვლევის შედეგები, ასევე უზრუნველყოფს მტკიცებულებებს პოლიტიკის შემუშავებისათვის, როგორც ეროვნულ დონეზე, ისე ევროკავშირის გენდერული თანასწორობის შესახებ სტრატეგიული ჩართულობის 2019 წლის დოკუმენტის მიზნებისათვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42