თიბისი არტ გალერეაში გამოფენა „ფოტოგრამა - ფოტოგრაფია კამერის გარეშე“ გაიხსნა
საზოგადოება - 10:21, 06 Mar, 2018     1270
თიბისი არტ გალერეა გამოფენას „ფოტოგრამა - ფოტოგრაფია კამერის გარეშე 1842/2018 “ მასპინძლობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენლია ფოტოხელოვანების, გიორგი ინდუაშვილისა და საბა შენგელიას ნამუშევრები, რომლებიც ფოტოგრამის ტექნიკითაა შესრულებული.

ფოტოგრამა ფოტოგრაფიული გამოსახულებაა, რომელიც კამერის გარეშე, შუქმგრძნობიარე ზედაპირზე საგნების განლაგებითა და სინათლის წყაროს მიმართვით მიიღება.

გამოფენის იდეის ავტორი ახალგაზრდა ფოტოხელოვანი - გიორგი ინდუაშვილია, რომელიც წლებია ფოტოგრაფიის ძველი ტექნოლოგიების შესწავლასა და მათ ახლებურად გამოყენებაზე მუშაობს.

გიორგი ინდუაშვილის ნამუშევრები ციანოტიპ-ფოტოგრამები გარემოს დაბინძურების თემას ეხმიანება. სერია „პლასტმასის თევზი“ ხელოვანის ერთგვარი რეაქციაა ამ პრობლემაზე, სწორედ ამიტომ გიორგი ინდუაშვილმა მასალად გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი მიზეზი ცელოფანი გამოიყენა. ნამუშევრების ნეგატივი ქიმიური ხსნარისა და სინათლის მანიპულაციით არის მიღებული.

საბა შენგელიას ნამუშევრები ციფრული ფოტოგრამებიც (იგივე სკანოგრამები) კამერის გარეშეა შექმნილი, თუმცა ამ შემთხვევაში არტისტმა თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენა. სერია „განდეგილის ბაღი“ ჩვეულ გარემოში ახალი სამყაროების აღმოჩენას გვთავაზობს.

გამოფენას თიბისი არტ გალერეა 1 თვის განმავლობაში, 2 აპრილამდე უმასპინძლებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42