დღეს თსუ-ში ნაწილაკების ფიზიკაში საერთაშორისო მასტერკლასები გაიხსნება
საზოგადოება - 09:26, 06 Mar, 2018     1561
6 მარტს, 11.40 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება საერთაშორისო მასტერკლასები ნაწილაკების ფიზიკაში ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციასთან – ცერნთან (CERN) თანამშრომლობით. თბილისში ღონისძიების ორგანიზატორია თსუ და თსუ მყოფი მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე დაესწრება.

მასტერკლასების პროგრამაში ჩართულია 52 ქვეყანა და 200-ზე მეტი უნივერსიტეტი და სამეცნიერო ცენტრი. პროგრამა 15-19 წლის ასაკის ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს ერთი დღის განმავლობაში თავი შეიგრძნონ რეალურ მეცნიერებად და ამოხსნან ნაწილაკების ფიზიკის საიდუმლოებები ცერნის დიდი ადრონული ამაჩქარებლით (LHC) მიღებული ექსპერიმენტული მონაცემების ანალიზით. ექსპერიმენტებში მონაწილე აქტიური მეცნიერები წაიკითხავენ ლექციებს მატერიის და ძალების ფუნდამენტური გამოკვლევების მეთოდების შესახებ. ეს საშუალებას მისცემს მოსწავლეებს და სტუდენტებს თვითონ განახორციელონ გაზომვები ნაწილაკების ფიზიკის ექსპერიმენტების რეალურ მონაცემებზე.

დიდი ადრონული ამაჩქარებლის ერთ-ერთმა ექსპერიმენტმა - ATLAS -მა, ხელმისაწვდომი გახადა თავისი მონაცემები საერთაშორისო მასტერკლასებისთვის საგანმანათლებლო გამოყენების მიზნით. მასტერკლასებში მონაწილე ახალგაზრდები იმუშავებენ ATLAS ექსპერიმენტის რეალურ მონაცემებთან, რათა გაიგონ მეტი W და Z ბოზონები შესახებ, შეისწავლონ პროტონის შიდა სტრუქტურა, თავად მოძებნონ და აღმოაჩინონ ახალი ნაწილაკი – ჰიგსის ბოზონი, რომლის არსებობაც 2012 წელს იქნა დადასტურებული დიდი ადრონული ამაჩქარებელის ATLAS და CMS ექსპერიმენტების მიერ.

6 და 10 მარტს თსუ-ს პარალელურად მასტეკლასები გაიმართება მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებში. ღონისძიების ყოველი დღის დასასრულს, მსგავსად საერთაშორისო თანამშრომლობაში (კოლაბორაციაში) მონაწილე მეცნიერებისა, სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან მონაწილეები ცერნის მოდერატორებთან ერთად ერთმანეთს დაუკავშირდებიან ვიდეო კონფერენციის საშუალებით. განიხილავენ თავიანთ შედეგებს და გააერთიანებენ მათ, ჩაატარებენ ვიქტორინას და ყოველვე ამის შემდეგ ახალგაზრდებს გადაეცემათ საერთაშორისო მასტერკლასებში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული რესურსცენტრი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42