ექსკლუზივი: რა მოხდა ,,დედეს“ გადაღების პროცესში და რატომ დააკავეს მსახიობები?
კულტურა - 15:33, 05 Mar, 2018     4123
მარიამ ხაჭვანის მხატვრული ფილმი, „დედე“ ახალგაზრდა რეჟისორის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელშიც სვანეთის მკაცრი ტრადიციებისა და დიდი სიყვარულის დაპირისპირების ამბავია მოთხრობილი.

როგორ მიმდინარეობდა გადაღებების პროცესი და რატომ დააკავეს მსახიობები - ექსკლუზიურ დეტალებზე ,,ნიუპოსტი“ თავად მარიამ ხაჭვანს ესაუბრა.

"თავიდან დავითის როლზე სხვა იყო დამტკიცებული, რომელმაც გადაღების წინა დღებში ფილმში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და ამის შემდეგ კი ძლივს დავითანხმეთ ნუკრი ხაჭვანი. ზოგჯერ ბედისწერა გეხმარება სწორ არჩევანში.

მინდა დავამატო ისიც, რომ გადაღებაზე ადგილობრივები ძალით მოგვყავდა. მოყვანა იყო მთავარი, თორემ შესრულებით თავისუფლად ასრულებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ უშგულში გადაღებები საკმაოდ მძიმე პირობებში მიმდინარეობდა, წინ თურმე ბევრად მეტი სირთულე გველოდა.

გადაღების მეათე დღეს, ნუკრი ხაჭვანი და ფილმში მონაწილე სხვა 3 მსახიობი სამოქალაო ფორმაში ჩაცმულმა “ოპერებმა” პროვოკაციაზე წამოაგეს, უხეშად/დამამცირებლად მიმართეს და ამის ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის გამო პოლიციის წინაღმდეგობის გაწევის მუხლით დააკავეს. მათ წინასწარი სამთვიანი პატიმრობა შეეფარდათ და წინ მრავალი წლიანი სასჯელი ელოდათ იმისთვის რაც მათ არ ჩაუდენიათ.

მერვე განყოფილების მაშინდელმა პოლიციის უფროსმა ნუკრის იარაღის წართმევის მცდელობაც დააბრალა და ბიჭებს “სვანური დაჯგუფება” უწოდა. ისინი თავისუფლების აღკვეთას 9 დან 13 წლამდე ითხოვდნენ.

ამ მოვლენებამდე ნუკრის სცენების ნახევარი იყო დარჩენილი და ასევე უმნიშვნელოვანესი სცენა (ფილმისთვის საკვანძო.)

გარდა ნუკრის სცენებისა ფილმში ნუკრის ძმის როლს ასრულებდა ერთ-ერთი დაკავებული ლევან ჩარკვიანი, რომელსაც მნიშვნელოვანი მისია ეკისრა ფილმში დავითის ამბების გამო, ვისაც ფილმი ნანახი აქვს მიხვდება, რომელიც სამწუხაროდ ვერ გადავიღეთ .

მე და პროდუსერი იძულებული გვხდით სცენარი ნელ-ნელა შეგვეცვალა და ნუკრის და მასთან ერთად მყოფი ბიჭების სცენები ფილმიდან ამოგვეღო ან შესაძლებლობისამებრ გადაგვეღო მოგვიანებით თუ ციხიდან გამოუშვებდნენ მათ. ბოლომდე ამის გაკეთბა შეუძლებელი იყო , რადგან ნუკრი ზაფხულის ნაწილის ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა. შემდეგ ვიფიქრეთ ნუკრის და დანარჩენი მსახიობების სხვა მსახიობებით ჩანაცვლება, მაგრამ ესეც შეუძლებელი გახდა, ვინაიდან უკვე დიდი ბიუჯეტი იყო დახარჯული.

გარდა იმისა, რომ ეს ბიჭები ფილმში მონაწილეობდნენ, ისინი ჩემი ოჯახის წევრებიც არიან. უდიდესი სტრესის ქვეშვიმყოფებოდი, გადაღებების პარალელურად მიმდინარეობდა სასამართლო პროცესები. ჩემი ყველა ახალგაზრდა ოჯახის წევრი დიდი საფრთხის ქვეშ იდგა. ფილმზე მუშაობა ძალიან მიჭირდა, ციხიდან გადაღებებზე მივდიოდი,გადაღებებიდან ციხეში. მაგრამ პროდუსერი მეხმარებოდა როგორც შეეძლო რომ ფილმი არ ჩავარდნილიყო. ზოგჯერ კონფლიქტამდეც კი მივდიოდით საქმე, რადგან პროდიუსერი მაძალებდა ძალა გამომენახა გადასაღებ მოედანზე გასასვლელად მე კი ენერგია აღარ მქონდა ,ერთი კვირის უძილო ვიღებდი შემოდგომის კადრებს, სანამ ოპერატორი კადრს აყენებდა მე უკვე მეძინა. ვოვა სულ მიმეორებდა - თუ ფილმს ვერ გადავიღებთ ბიჭებსაც ვერ დავიცავთ… ფილმი არის საუკეთესო დაცვის მექნიზმი შევქმნათ მათ გარშემო საზოგადოების მხრიდა ზეწოლა, რათა სამართლიანობის აღდგენა მოხდეს.

ფილმის გადაღება არ შეგვიწყვეტია, ყოველ შემთხვევაში იმ სცენების რომლის გადაღების შანსიც გვქონდა ბიჭების გარეშე და აი, რამოდენიმე თვიანი პატიმრობის შემდეგ, ბიჭები გაანთავისუფლეს.

დეკემბრის თვე იწურებოდა, არც თოვდა, არც მზე იყო, ოდნავ მოღრუბლული ზეცა, საიდანაც სითბო იღვრებოდა,ბიჭები სასამართლო დარბაზიდან გამოუშვეს.

სასამართლო დარბაზიდანვე ნუკრი გადასაღებ მოედანზე წავიყვანეთ , ციხის ყვითელი ელფერი ჩვენმა მხატვარ-გრიმიორმა დაუფარა .

გიორგი ბაბლუანი ამ დღისთვის პარიზიდან ხელმეორედ ჩამოფრინდა. პრობლემას ისიც დაემატა, რომ გიორგის სხვა ფილმისთვის თმა ჰქონდა უკვე შეჭრილი და ჩვენ ხელოვნურად ზუსტად იგივე ვარცხნილობა ვერ გავუკეთეთ, რის შედეგადაც სცენები შევამცირეთ და ყველა დაგეგმილი სცენა ვერ გადავიღეთ. გადავიღეთ მხოლოდ ერთი ზაფხულის მთავარი სცენა (ვისაც ფილმი ნანახი აქვს ფილმის დასაწყისში გეგის და დავითის მანქანაში საუბარი გადაღებულია თბილისთან ახლოს, ზაფხულის მაგივრად ზამთარში )

დღეს, ოთხივეს პირობითები აქვთ, მოგეხსენათ ფილმი უკვე 30 ფესტივალზე აჩვენეს, მაგრამ მსახიობები ვერ მიდიან, რადგან საზღვრის გადაკვეთის უფლებას ფული სჭირდება.

დიახ, ახლახანს ისევ განმეორდა ეს ფაქტი. ერთ-ერთი პოლიციელი ისევ შეეცადა მათ მიმართ პროვოკაციის მოწყობას. ორი თვის უკან გახმაურდა ეს ამბავი, ბიჭები სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციელებმა ისევ გააჩერეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენეს (მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე ბიჭებმა ჩუმად აიტანეს შეურაცყოფა), მაგრამ ამჯერად იმ პოლიციელებზე მიდის გამოძიება, ორი კვირის უკან ის დამნაშავე პოლიციელი ორი ბრალმდებელის და სამი მოწმის მიერ ამოცნობილი იქნა პროკურატურის შენობაში.

მე კი ველოდები, რომ ის პოლიციელი კანონის წინაშე აგებს პასუხს.

რა ადვილია დაწერო, რა სტრესი გადავიტანეთ მე და ჩემ ოჯახმა. ერთი თვის უკან, როდესაც ის დამნაშავე პოლიციელი ამოვიცანი, ხელი ისე მიკანკალებდა, ხელმოწერის გაკეთება არ შემეძლო.

რატომ ხალხნო? ! რისთვის?!

მე ბოლომდე ვიბრძოლებ.

ეს არის მოკლედ რაც შემიძლია გითხრათ დედესთან დაკავშირებით. დიდი მადლობელი ვარ ჩვენი გადამღები ჯგუფის არავინ არ მინდა გამოვყო, მარგამ გამოვარჩევდი წარმოების მენეჯერს-დალი ნარიმნიძეს, ფანტასტიკურ ოპერატორ - მინდია ესაძე და დედეს ერთ-ერთ გადამრჩენ - მონტაჟის რეჟისორ - ლევან კუხაშვილს. (ჩემი მდგომარეობის გამო მე ფილმი არ დამიმონტაჟებია) დიდი მადლობა ყველას რომ ამდენი წლის წვალება წყალში არ ჩაიყარა და იმედი მაქვს, მეორე ფილმის შექმნისას მხოლოდ საწარმოო პრობლემები შემექმნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42