მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა, 2018 წლის "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მესამე ტურის მატჩი ესპანეთს ანგარიშთ 23:10 მოუგო.
მატჩი ქართველი მორაგბეების შეტევით დაიწყო და მათ ლელოც დადეს, თუმცა, მსაჯმა იგი არ ჩათვალა.
ესპანელებმა მასპინძლებს მთელი თამაშის განმავლობაში დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. "ბორჯღალოსანებმა" პირველ ნახევარში მხოლოდ სამი საჯარიმოს გატანა შესძლეს და საპასუხოდ ერთი მიიღეს - 9:3.
მეორე ტაიმში დაძაბულობა არ შენელებულა. მატჩის განახლებიდან მალე მსაჯმა ქართველების სასარგებლოდ ტექნიკური ლელო დააფიქსირა.
ესპანელებს ფარხმალი არ დაუყრიათ და ბოლომდე იბრძოლეს, მათ მატჩის დამთავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე, უმცირესობაში მყოფ ქართველებს საპასუხო ლელო გაუტანეს, თუმცა, ორიოდ წითში ქართველების სწრაფ შეტევას ვეღარ გაუძლეს და ლელოც მიიღეს - 23:10.
რაგბის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 10 მარტს კრასნოდარში, რუსეთის ნაკრებთან ჩაატარებს.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელი გამარჯვების შემდეგ, ქართველ მორაგბეებს სამიდან სამი მოგება აქვთ და ტურნირში 13 ქულით ლიდერობენ.
ესპანეთი 8 ქულით მესამე პოზიციამდე დაქვეითდა.
მასალის გამოყენების პირობები