პროექტი „ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად“ დაიწყო 2017 წლის ოქტომბერში და დასრულდება 2019 წლის მაისში. მთავარი კონტრაქტორი არის NIRAS შვედეთი და კონსორციუმის წევრი CPM. გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია არის პროექტის მთავარი პარტნიორი და ასევე მისი ბენეფიციარი. პროექტის პარტნიორები ასევე არიან: ფინანსთა სამინისტრო; შინაგან საქმეთა სამინისტრო; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; განათლების სამინისტრო; იუსტიციის სამინისტრო; საქსტატი; საქართველოს პროკურატურა; ადგილობრივი მუნიციპალიტეტები; მედია და სამოქალაქო სექტორი.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას ეფექტიანად განახორციელონ გენდერული მეინსტრიმინგი საჯარო მმართველობაში.
პროექტი შედგება ოთხი ძირითადი კომპონენტისგან:
• ინსტიტუციური მექანიზმის გაძლიერება მონაწილეობითი მიდგომის გზით
• სქესის მიხედვით სეგრეგირებულ მონაცემთა შეგროვების ხელშეწყობა
• ცოდნის ამაღლება გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების კუთხით
• საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და კომუნიკაციის გაძლიერება პარტნიორებს შორის
პროექტის სამიზნე რეგიონებია: თბილისი, გორი, ზესტაფონი




მასალის გამოყენების პირობები






