ქვემო ალვანის საჯარო სკოლაში თსუ-ს 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა
საზოგადოება - 18:41, 03 Mar, 2018     1237
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს ახმეტის მუნიციპალიტეტის ქვემო ალვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე დაესწრო.

თსუ რექტორი სკოლის მოსწავლეებს მეოცე საუკუნის დასაწყისში უნივერსიტეტის დაარსების მნიშვნელობაზე, იმ დროს არსებულ სირთულეებსა და დაარსებასთან დაკავშირებულ საინტერესო დეტალებზე ესაუბრა; გააცნო უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო პროგრამები, სწავლასა და კვლევისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა და ის შესაძლებლობები, რომელსაც უნივერსიტეტი აძლევს სტუდენტს.

„ძალიან ცოცხალი და საინტერესო შეხვედრა იყო. ინიციატივა გამოიჩინა თავად სკოლამ - აღენიშნა უნივერსიტეტის დაარსების 100-წლისთავი. ცოტა ხნის წინ ხარაგაულში ვიყავით. უნივერსიტეტში მოქმედებს ძალიან საინტერესო პროექტი - თსუ დესპანი, როდესაც ჩვენი სტუდენტები ჩადიან თავის სკოლებში და მართავენ პრეზენტაციებს უნივერსიტეტზე, კითხულობენ ლექციებს. ასე, რომ დესპანების მეშვეობით ნამდვილად მოვიცავთ ბევრ სკოლას. ამჯერად, ქვემო ალვანის სკოლას ვეწვიეთ. გავაცანით მათთვის საინტერესო ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ, თუ რა არის საუნივერსიტეტო განათლება და მოვიწვიეთ ისინი უნივერსიტეტში,“ - აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

შეხვედრაზე ქვემო ალვანის სკოლის მოსწავლემ ანა თავბერიძემ თსუ-ში სწავლის სურვილი გამოთქვა: „მინდა რომ ჩავაბარო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ვიყო თსუ-ს სტუდენტი. შეხვედრით ძალიან კმაყოფილი ვარ. მადლობას ვუხდი უნივერსიტეტის რექტორს იმისათვის, რომ გაგვაცნო უნივერსიტეტის შესაძლებლობები.“

თსუ რექტორმა ქვემო ალვანის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ გამოცემული წიგნები, ხოლო მოსწავლეები თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუმრად მოიწვია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42