მიხეილ ბოცვაძის თქმით, ”ენერგო პრო ჯორჯია“ კატეგორიულად უარყოფს პოლიტიკური პირის ბრალდებას, რომ თითქოს კომპანიის მხრიდან მოხდა არამართლზომიერი მოთხოვნა აღრიცხვის წრედში არსებული ხარვეზის გამოსწორების მიზნით.
"კომპანიის წარმომადგენლების მიერ მსგავსი გეგმური შემოწმებები მუდმივად ხორციელდება კომპანიის სამოქმედო არიალში, ვანის მომსახურების ცენტრში ბოლო 2 თვის განმავლობაში 57 გადამოწმება მოხდა, აღმოჩენილია 4 ასეთი დარღვევა, მათ შორის ერთ-ერთი არის აღნიშნული ავტოსამრეცხაო, შესაბამისად, გიგი უგულავას აქვს მიღებული ცრუ ინფორმაცია და სამწუხაროა, რომ გადაუმოწმებლად ახდენს მის გავრცელებას. ”ენერგო-პრო ჯორჯია” კიდევ ერთხელ აფიქსირებს, რომ არასოდეს ჩართულა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში და მომავალშიც გარანტირებულად გამორიცხავს მსგავს ქმედებას. ენერგო-პრო ჯორჯია“ ყოველთვის საქმიანობდა მხოლოდ ქვეყანაში არსებული კანონმდებლობის და მკაცრად გაწერილი შიდაპროცედურების შესაბამისად”, - აცხადებენ კომპანიაში.
დღეს „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა პოლიტიკურ ზეწოლასთან დაკავშირებით ისაუბრა.
„გუშინ ვანის რაიონის „ენერგო პროს“ უბნის მენეჯერი და ამავდროულად სოფელ დიხაშხოს „ქართულ ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი შალვა ლორთქიფანიძე ვანის რაიონის მცხოვრებ მამა-შვილ თენგიზ და მირზა ბელთაძეებს უკანონოდ სამსახურებრივი მდგომაროების ბოროტად გამოყენებით დაემუქრა“.
მასალის გამოყენების პირობები






