ანტიტერორისტული ოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ დამატებით ინფორმაციას ითხოვს.
"თუ ჩემი ყველა მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული, არ დაისჯებიან ვინც ეს დაგეგმა, განახორციელა და ისროლა მე მოვთხოვ პასუხს. ვითხოვ ამ ადაიანების დასჯას. თემირნალის დანაშაულთან დაკავშირებით მათ არ აქვთ არცერთი მტკიცებულება.
თუ არ დააკმაყოფილეს ჩემი მოთხოვნა, ჩემს გეგმებს გამოვიყენებ და აქვე ვამბობ, რომ არა საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, არამედ სუსისა და ხელისუფლების წინააღმდეგ"- აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის მოთხოვნაზე სოფელ დუისის საგანმანათლებლო ცენტრში ამ წუთებში მსჯელობენ.
შეხვედრას, მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები, პანკისელი უხუცესები და მესამე სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ოჯახი არ გამორიცხავს, სამართლებრივი ბრძოლა სტრასბურგის სასამართლოში განაგრძოს.
მასალის გამოყენების პირობები






