"წითელი ინტელიგენციის" გადმონაშთები კვლავ ფუთფუთებენ და ძველი ბატონის მსახურებას აგრძელებენ - დეკანოზი ილია ჭიღლაძე
საზოგადოება - 15:46, 02 Mar, 2018     3034
მღვდელი ილია ჭიღლაძე საზოგადოებისა და კულტურის სფეროს რამდენიმე წარმომადგენლის ღია წერილს ეხმაურება. ე.წ "ინტელიგენციის" წერილში ნათქვამი იყო, რომ პროდასავლურმა პოლიტიკამ და ქართველების სწრაფვამ ნატოს სამხედრო ალიანსისკენ გაართულა საქართველოს ურთიერთობები მეზობელ რუსეთთან და შეაფერხა ქვეყნის განვითარება. დეკანოზი წერს, რომ საბჭოთა საოკუპაციო ხელისუფლების მიერ აღზევებული და დაფასებული ინტელგენციის დიდი უმრავლესობა საოკუაციო საბჭოთა ხელისუფლების ერთგული ადეპტები იყვნენ და დღეს მათი ნარჩენები რუსული იდეოლოგიის ადეპტობას აგრძელებენ.

„ინტელიგენცია არის ერის სულიერი ლოკომოტივი, ერის ძალა და ძარღვი. როგორიცაა ინტელიგენცია, დიდწილად ისეთივეა ერი, ან როგორიცაა ერი ისეთივეა მისი ინტელიგენცია. მე-19 საუკუნეში ინტელიგენციამ გადააჩინა ქართველი ერი გარუსებას, მაშინდელმა ინტელიგენციამ ილია ჭავჭავაძის ლიდერობით მოახერხა რუსეთის კოლონიად ქცეული საქართველოს ეროვნული კონსოლიდაცია და თავისუფლებისთვის ბრძოლის წინამძღოლობა. მაგრამ რა მოხდა მეოცე საუკუნის საბჭოთა საქართველოს რეალობაში?! საბჭოთა საოკუპაციო ხელისუფლების მიერ აღზევებული და დაფასებული ინტელგენციის დიდი უმრავლესობა საოკუაციო საბჭოთა ხელისუფლების ერთგული ადეპტები იყვნენ და მათ მონური მორჩილებით ემსახურებდნენ. ეს უმრავლესობა მტრულად ეკიდებოდა ახალგაზრდა დისიდენტებს და პრაქტიკულად მათ შორის ომი იყო, იგივე უმრავლესობა პუტჩის აქტიური წევრები და მონაწილენი გახდნენ 1991-1992 წლებში, იგივე უმრავლესობის ნარჩენები დღეს რუსული იდეოლოგიის ადეპტობას აგრძელებენ. ამიტომ იყო, რომ ზვიად გამსახურდიამ, სავსებით კანონზომიერად, მათ "წითელი ინტელიგენცია" უწოდა. ბუნებრივად, გახსენდება ინდოეთის დიდი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოღვაწის ჯ. ნერუს ცნობილი სიტყვები:"არ არსებობს უფრო დიდი მტერი საკუთარი ხალხისა, ვიდრე კოლონიზატორის მიერ აღზრდილი ინტელიგენცია". ამდენად, სადღეისოდ, ეს ისტორიული ბნელი ეპოქის გადმონაშთები კვლავ ფუთფუთებენ და ძველი ბატონის მსახურებას აგრძელებენ. დიდად სავალალოა, ის რომ რუსეთის იმპერიალისტური სისხლიანი ხელისუფლება დღემდე ვერ გვპატიობს 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს და ყველა მეთოდით, მათ შორის წითელი ინტელიგენციის ნარჩენების საშუალებით ეწევა იდეოლოგიურ ომს, რაც ნამდვილად არის ბრძოლა საქართველოს არსებობის წინააღმდეგ!“- წერს ილია ჭიღლაძე ფეისბუკზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42