მუქარა ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელზე - დასი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 09:55, 02 Mar, 2018     1573
სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის განცხადებით, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ემუქრებიან და მოითხოვენ, რომ აფხაზებთან ურთიერთობებს თავი დაანებოს.

თეატრის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ მუქარა სამშვიდობო პროექტს უკავშირდება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მთელი სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლებმა.

დასი სამართალდამცავებს ფაქტის დროულ გამოძიებას სთხოვენ:

„ჩვენი თეატრი ჩაერთო კონფლიქტების ტრანსფორმაციის პროცესში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მთელი სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლებმა. ოსლოს მშვიდობის ინსტიტუტის დამაარსებლის იოჰან გალტუნგის სიტყვებით ეს იყო 1992 წლის მერე ყველაზე წარმატებული სამშვიდობო პროექტი, რომელმაც გამოიწვია ქართველების და აფხაზების სერიოზული დახლოვება შემოქმედებითი პროცესის ირგვლივ; ჩვენი ქმედებები იყო სრულიად გამჭვირვალე და არანაირად არ იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესის ნაწილი; ჩვენ ყველაგნ ხაზს ვუსვამდით რომ ეს არის ადამიანური ურთიერთობების აღდგენის პროცესი. ამ პროცესში ჩვენი მედიატორი იყო ინდოეთის მაჰათმა განდის ფონდი.
ირაკლი გოგიამ მის კოლეგებთაც ერთად ეს პროცესი ძალიან წარმატებულად წარმართა, რასაც ხელშესახები შედეგები მოჰყვა; აფხაზები მეგობრულად ჩაერთნენ პროექტში. ეს უაღრესად პოზიტიურად შეაფასეს მსოფლიოში ამ დარგის წამყვანმა სპეციალისტებმა და მშვიდობის დარგის ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა.
ამ პროცესის ფონზე ძალიან საგანგაშოა რომ ირაკლი გოგიას მისამართით დღეს პრემიერამდე რამდენიმე საათით ადრე გაისმა კონკრეტული მუქარები სმს-ების სახით. მანამდეც ჰქონდა მუქარებს ადგილი. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს მოუწოდებენ აფხაზებთან ურთიერთობებს თავი დაანებოს!

ჩვენ, ახმეტელის თეატრის დასი ვდგავართ სამხატვრო ხელმძღვანელის გვერდით; მოვუწოდებთ სამართალდამცველ ორგანოებს რომ გამოიძიონ ვინ დგას ამ მუქარის უკან და რა ჯგუფების ინტერესებში შეიძლება შედიოდეს ირაკლი გოგიას ასე დაშინება; ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ვიღაც არ გვპატიობს აფხაზებთან შემრიგებლურ პოლიტიკას.. შესაძლოა ეს იყოს ოკუპირებულ საზღვარზე კონტრაბანდაში ჩაბმული რუსული სპეცსამსახურების კვალი! ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს ქართული სახელმწიფოსა და ხელისუფლების გვერდში დგომის, ვინაიდან ის რასაც ვაკეთებთ ჩვენ - არის დიდი ნაბიჯი წინ საქართველოში პოზიტიური მშვიდობის დამყარებისათვის;
დიდი იმედი გვაქვს რომ გამოძიება დაადგენს ამ მუქარის ავტორებს და ნათელს მოჰფენს ამ სიტუაციას", - ნათქვამია განცხაებაში





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42