გარდაბნის მუნიციპალიტეტში სატესტო რეჟიმში ბეტონის სარწყავი არხები თანამედროვე მასალით შეიცვლება
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:33, 30 Jul, 2013     952

 

ამ მიზნით, ზემო სამგორის სარწყავი სისტემის ქვემო მაგისტრალური არხის გამანაწილებელი - 6 - ის 30 მეტრიანი რკინა-ბეტონის ღარი, სატესტო რეჟიმში მინაქსოვილით არმირებული კომპოზიტური მასალით დამზადებული ღარებით შეიცვალა.

 

საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მოყოლებული დღემდე პარაბოლური ღარები რკინა-ბეტონით მზადდებოდა. აღიშნული სამუშაოები სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით შერვაშიძემ და საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორმა ვაჟა კირტავამ დაათვალიერეს.

 

,,სამინისტრომ უკვე დაიწყო საირიგაციო სისტემების რეაბილიტაციის 3 წლიანი პროგრამა, რომლის მიზანია მოხდეს 180 ათას ჰექტრის გასარწყავება. ამ ახალი ტექნოლოგიის დანერგვით კი პირველ რიგში წყლის დინების რეგულაციას და ეფექტურად ხარჯვას, ასევე სამუშაოების შესრულების დროის შემცირებას შევძლებთ. აღსანიშნავია, რომ არხების ახალი მასალით რეაბილიტაცია შესაძლებელია ხელით და არ საჭიროებს მძიმე ტექნიკას და ამწე-მექანიზმებს. სარწყავი სისტემების გამართული მუშაობა ადგილობრივი პროდუქციის წარმოების ზრდას შეუწყობს ხელს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი ფერმერების ეკონომიკურ მდგომარეობას", - განაცხადა დავით შერვაშიძემ.

 

როგორც ვაჟა კირტავამ აღნიშნა, ,,ექსპერიმენტის გამართლების შემთხვევაში კომპანია მთლიანად გადავა სარწყავ სისტემებზე ამ ტექნოლოგიით დამზადებული ღარების გამოყენებაზე. ახალი ტექნოლოგიის დანერგვა დამოკიდებულია სხვადასხვა რამეზე, კერძოდ: თუ როგორ გაუძლებს ზამთარს, კლიმატურ პირობებს და ტემპერატურის ცვალებადობას, ასევე, გარე ზემოქმედებებს, არხში წყლის გაშვების შემდეგ ადგილი ექნება თუ არა წყლის გაჟონვა-დაკარგვას".

 

მსგავსი საცდელი ღონისძიება იგეგმება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკურ ნაგებობებში. აღსანიშნავია, რომ კომპოზიტური მასალისგან დამზადებული ღარები, რომელსაც კომპანია დადებითი შეფასების შემთხვევაში სამომავლოდ სარწყავი სისტემების ინფრასტუქტურის მოსაწესრიგებლად გამოიყენებს, წარმოებულია საქართველოში. იგი უფრო იაფი და მსუბუქია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42