თსუ-ს ამერიკელ ებრაელთა საზოგადოების წევრები ეწვივნენ
საზოგადოება - 14:41, 28 Feb, 2018     1002
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ამერიკელ ებრაელთა საზოგადოების წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ამერიკელ ებრაელთა კომიტეტის (AJC) აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ ჰარისმა საჯარო ლექცია „აშშ-ის საგარეო პოლიტიკა და მსოფლიო ლიდერობის საკითხები“ წაიკითხა. შეხვედრას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, შეხვედრაზე ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის ახლებურ თვალთახედვაზე იყო საუბარი და თემის ირგვლივ საკმაოდ მწვავე და საინტერესო შეკითხვები დაისვა. „ამერიკელ ებრაელთა კომიტეტის ხელმძღვანელმა პროფესორმა ჰარისმა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ლექცია წაიკითხა. შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია უპირველესად დოქტორანტებში, სტუდენტებში. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ამ ფორმატში. პროფესორი ჰარისი დაგვპირდა, რომ კვლავ ჩამოვა საქართველოში და ახალი დიპლომატიის ენაზე გვექნება საუბარი,“ - აღნიშნა თსუ რექტორმა.

როგორც ამერიკელ ებრაელთა კომიტეტის (AJC) აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ ჰარისმა აღნიშნა, მისთვის დიდი პატივია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვიზიტი. „მართალია პირველად ვესტუმრე უნივერსიტეტს, მაგრამ მის შესახებ ბევრი მსმენია. ვიცი, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი შესანიშნავი უნივერსიტეტია რეგიონში და საუკეთესო იყო საბჭოთა კავშირში. შეხვედრაზე დასმული კითხვების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აქ უმაღლესი დონის სტუდენტები სწავლობენ და იმედი მაქვს დაბრუნების შანსი კიდევ მექნება“, - აღნიშნა დევიდ ჰარისმა.

ღონისძიებაზე თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ამერიკელ ებრაელთა კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ ჰარისი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედლით დააჯილდოვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42