როგორც წყარო რუსეთის შსს-დან life.ru-ს უყვება, შაქრო კალაშოვმა ანდრანიკ სოგოიანს უბრძანა, სტამბოლში რამდენიმე ქილერთან ერთად ჩასულიყო. სოგოიანი უთვალთვალებდა ალხანაშვილს და იმისთვის, რომ ქუჩაში გამოეყვანა, დათო პანკისკის დაურეკა და შეხვედრა შესთავაზა. „დათო პანკისკი“ ბოსფორის სანაპიროზე მდებარე რესტორნიდან გამოვიდა და სოგოიანთან შესახვედრად რამდენიმე ასეული მეტრი სანაპიროზე ფეხით გაიარა, სწორედ ამ დროს მისი მისამართით პისტოლეტიდან რამდენიმეჯერ ისროლეს.
სტამბოლის კრიმინალური პოლიცია ვარაუდობს, რომ მსროლელი ქილერი იყო, რომელიც სოგოიანმა რუსეთიდან ჩამოიყვანა. ალხანაშვილის მკვლელობის დღესვე სოგოიანმა და მისმა ხელქვეითებმა თურქეთი დატოვეს და მიმალვაში არიან.
არსებული ინფორმაციით, 36 წლის ქართველი ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის მკვლელობა, რომელიც ტარიელ ონიანის და ნადირ სალიფოვის გარემოცვის წევრად ითვლებოდა, დაკავშირებულია რუსეთის კრიმინალურ სამყაროზე კონტროლის მოსაპოვებლად კლანების ბრძოლასთან.
მასალის გამოყენების პირობები






