თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის ინდორმაციით ცაბაძის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში ხანძრის კერა ორ ადგილზე, მესამე სართულზე და სარდაფში იყო. როგორც მამუკა ყირიმელმა მედიასთან განაცხადა ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდრებულია, მთლიანობაში კი დაახლოებით 5000 კვ.მ ფართობია დამწვარი:
„ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. მთლიანობაში დაახლოებით 5 000 კვ. მ-ის ფართობია დამწვარი. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 30 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 150 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა. უსაფრთხოების მიზნით, ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი დარჩა. მეხანძრეების მოსვლისას ღია ცეცხლი, ხანძრის კერა კი მესამე სართულზე და სარდაფში იყო. რისგან და რა მიზეზით გაჩნდა ხანძარი დეტალებს გამოძიება დაადგენს.“ - განაცხადა მამუკა ყირიმელმა.
მასალის გამოყენების პირობები






