როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა ქემოკლიძემ განაცხადა, ოჯახის გაღიზიანების მიზეზი უწყებისთვის გასაგებია:
„ჩვენ აბსოლუტურად ვათვითცნობიერებთ და გვესმის ოჯახის სიბრაზე და ის მძიმე მდგომარეობა, რომელიც მოცემულ მომენტში ოჯახს აქვს და ვაკეთებთ ყველაფერს რათა ცხედარი დაუბრუნდეს ოჯახს, მოხდეს სიღრმისეული გამოძიება ამ საქმის. თუ ადგილი ჰქონდა დანაშაულს და ამასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი ცხადია გაგვაჩნია ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს და კითხვის ნიშნებს პასუხი უნდა გაეცეს,“-განაცხადა კახა ქემოკლიძემ.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხზე კომენტარი იუსტიციის მინისტრმაც გააკეთა.
„პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ჩვენი ხელისუფლება ყოველ წუთიერად აქტიურად მუშაობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ ოფიციალურ თუ არა ოფიციალურ, დე ფაქტო თუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედ, საქმეში ჩართულ პირებთან იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე გადმოვასვენოთ ცხედარი,“-განაცხად თეა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






